LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფო ბათილაშვილი: „მელიას დაიჭერდნენ თუ ტურას, აქ ამაზე არაა საუბარი… კანონი რომ ადარდებდეთ, გავრილოვს არ გამოსვამდნენ პარლამენტში…“

3848
sofobatilashvili2019

მომღერალი სოფო ბათილაშვილი სოციალურ ქსელში ნიკა მელიას ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ვრცელი სტატუსით ეხმაურება. სოფო აღნიშნავს, რომ საქართველოდან ყველას გაქცევა უნდა, ყველა იმ ადამიანს, ვისზეც წესით, სახელმწიფო იმედს უნდა ამყარებდეს…

გთავაზობთ სოფოს სტატუსს:

„ყველას გაქცევა უნდა აქედან, ყველას, ვისზეც სახელმწიფო, წესით, იმედს უნდა ამყარებდეს.

ძალიან ძნელია ვინმე ამის გამო გააკრიტიკო, იმდენად არასტაბილურ, ჩამყაყებულ და სრულიად მორღვეულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც არ გაქვს ოდნავი სანდოობის განცდაც კი. რაც დილის გადაცემაში ვმუშაობ, უფრო ახლოს მომიწია სხვადასხვა სფეროს პრობლემებთან სახის გასწორება და უფრო მეტად მაღიზიანებს ხელისუფლების უსაქმურობა.

მელიას დაიჭერდნენ თუ ტურას, აქ ამაზე არაა საუბარი. აქ იმაზეა საუბარი, რომ ოპოზიციაზე შურისძიება იყო მოტივი და არა კანონი. კანონი და მორალური ღირებულებები რომ ადარდებდეთ, გავრილოვს არ გამოსვამდნენ პარლამენტში ურცხვად.

კანონის აღსრულების მოტივით ოპოზიციური ლიდერი დაიჭირეს მათ, ვინც არჩევნები გააყალბეს და საკუთარი ოჯახის წევრებს, ნათესავებს, მეგობრებს, შვილებს ხმები მოპარეს.

ჩრდილოეთზე ბევრი მსმენია და ზუსტად ვიცი, რომ საერთოდ არ მინდა მაგ რეალობაში ცხოვრება.

არ მინდა რუსული პოლიტიკა, არ მინდა რუსეთი! არ მინდა არც კარიერული წარმატებისთვის, არც ფულისთვის და არც რამენაირი ბროლის კოშკებისთვის. ჩემი ქვეყნის თავისუფლებაზე უზენაესი ღირებულება არ არსებობს ბუნებაში“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები