LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფო შევარდნაძე: “კარგი დედა არის ის, ვინც ზომიერად კარგი დედაა, თუ მხოლოდ ამით ცხოვრობ, შეიძლება შვილი ცოტა შეაწუხო”

13856
სოფოო

რუსეთში ცნობილი ტელეჟურნალისტი, ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილი, სოფო შევარდნაძე, 42 წლის ასაკში დედა გახდა.

სოფო გადაცემას “ნოესთან” სტუმრობდა და სხვა თემებთან ერთად ისაუბრა იმაზეც, თუ როგორი დედაა.

“ძალიან დიდი ხანია ჩემს თავზე მეთქვა, რომ სოფო შევარდნაძე პირველ რიგში არის დედა, მერე უკვე შვილი, და, მეგობარი, ადამიანი, პროფესიონალი.

დედობა ისეთი მოვლენაა, მოგვიანებით კი არა, შეგიძლია ყოველდღე მომილოცო.

ალბათ,  ადამიანს შეუძლია ყოველდღე ყოველ დედას მიულოცოს დედობა

როგორია დედა სოფიკო შევარდნაძე? ეს ალბათ, ანდრიას უნდა ჰკითხო ლაპარაკს, რომ დაიწყებს.

ჩემზე ობიექტურად ვერ ვიმსჯელებ, მაგრამ სანამ დედა გავხდებოდი, დიდი მუცლით დავდიოდი და ამაზე ბევრს ვფიქრობდი, ვკითხულობდი, ბევრ გადაცემას ვუყურებდი, ჩემმა ძალიან ახლო მეგობარმა, რომელსაც ბევრი შვილი ჰყავს, მითხრა ასეთი სწორი რაღაც – კარგი დედა არის ის, რომელიც არის ზომიერად კარგი დედა, თუ ეს გადადის რაღაც სიგიჟეში და მარტო ამით ხარ მოცული, ამით ცხოვრობ, იღვიძებ და იძინებ, რომ ვაიმე, ჩემი შვილი, შეიძლება ამით შენი შვილი, სავარაუდოდ, შეაწუხო ცოტა.

ასეთი დედებიც მინახავს და ძალიან არ მინდა ასეთი დედა ვიყო. უბრალოდ, მინდა სულ ვიყო მის გვერდით იმ მომენტებში და იმ მომენტამდე, სანამ მე მას ვჭირდები.

საოცარი გრძნობაა, რომ ღმერთმა განდო ადამიანის ბედი, სანამ ის თავისით დადგება ფეხზე”, – თქვა სოფო შევარდნაძემ.

სოფო შევარდნაძე შვილთან ერთად გამოჩნდა: „ახლა ჩემი ოჯახი მაქვს…“

სოფო შევარდნაძე:„ჩემს ვაჟთან ერთად ყოველი დღით ვტკბები. წარმოუდგენელი ბედნიერებაა…“

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g