LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სოფოც აღარ გვყავს” – შოვში დაკარგული სოფო ყარალაშვილის ცხედარი იპოვეს

2389
ფორტუნა - 2023-08-11T142920.754

სოფო ყარალაშვილის ცხედარი იდენტიფიცირებულია. შოვის ტრაგედიის შედეგად დაკარგული გოგონას ცხედარი, გუშინ გვიან ღამით ოჯახის ნათესავმა ამოიცნო. ამის შესახებ ინფორმაცია სოფო ყარალაშვილის მამიდამ, მაიკო ყარალაშვილმა ,,ფორტუნასთან” საუბარში  დაადასტურა.

„აღარც სასწაულია და აღარც არაფერი, დღეს ორივე მიგვყავს სახლში, სოფოც აღარ გვყავს“, – დაწერა მაიკო ყარალაშვილმა სოციალურ ქსელში.

სოფო ყარალაშვილი შოვში ძმასთან, გიორგისთან  და მეგობართან, დავით ბერიაშვილთან ერთად ისვენებდა.

შოვში ტრაგედიის დროს დაიღუპა სოფოს ძმაც, გიორგი ყარალაშვილი.

სტიქიის ზონაში დაღუპულებს შორის გიორგი ყარალაშვილიცაა

დღეს შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები