შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულებს შორისაა გიორგი ყარალაშვილი. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობლები და მეგობრები ავრცელებენ.
გიორგი ყარალაშვილი შოვში დასთან, სოფი ყარალაშვილთან და მეგობართან, დავით ბერიაშვილთან ერთად ისვენებდა.
ასევე, სამძიმარს სოციალურ ქსელში ავრცელებს თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, რომლის კურსდამთავრებული იყო გიორგი ყარალაშვილი.
„სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი წარჩინებული კურსდამთავრებულის, გიორგი ყარალაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო.
ფაკულტეტის ადმინისტრაცია, ლექტორებთან, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ერთად, უსამძიმრებს მის ოჯახს, თანაკურსელებსა და მეგობრებს.
ასევე, ვუსამძიმრებთ შოვის ტრაგედიისას დაღუპულთა ოჯახებს“, – წერია სამძიმრის პოსტში.