LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სტიქიამდე 5 წუთით ადრე დედას ეროვნული გამოცდების შედეგი გააგებინა, ვეღარ მოასწრო გაეგო, რომ რაიონში საუკეთესო სტუდენტი გახდა.. გიგისნაირი თბილი და მოსიყვარულე ადამიანი მგონია, რომ დედამიწაზე მეორე არ არსებობს“ – შოვის სტიქიის დროს გარდაცვლილი გიგი გუტაშვილი 19 წლის გახდებოდა

560
მარიტა გუტაშვილი

2023 წლის 3 აგვისტოს, შოვში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპული გიგი გუტაშვილი დღეს 19 წლის გახდებოდა.

გიგის შესახებ სოციალურ ქსელში მისი და, მარიტა გუტაშვილი სტატუსს აქვეყნებს და დაბადების დღეს ულოცავს.

„გიგის სტუდენტობის მოლოცვის ნაცვლად თქვენ დაგტირით და თქვენთან ერთად ყველა დაღუპულს…“ – შოვში დაღუპულ და-ძმას გლოვობენ

„გიგი, ნანატრი ოჯახის წევრი, რომელიც ამ ქვეყნად მოვლინებამდე უკვე ყველას უზომოდ გვიყვარდა (მისი და დედას სიყვარული და ურთიერთობა… უკომენტაროდ…) სიტყვებით ვერ გადმოვცემ მისი დაბადების შემდეგ ჩემს შინაგან ემოციებს.

სანამ ვნახავდი, სხვაზე ვერაფერზე ვფიქრობდი; ერთდროულად დაბნეული, ბედნიერი, სიყვარულით სავსე ვიყავი. ჩვენთან მოვიდა ადამიანი, ვისაც ამდენ ხანს ველოდით, ფიქრებს და ემოციებს ერთად ვერ ვუყრიდი თავს (მახსოვს, იმ დღეს სკოლაში ჩემს ცხოვრებაში პირველი ორიანის კანდიდატიც გავხდი. კლასელებმა გადამარჩინეს – მათემატიკის მასწავლებელმა დამინდო, მიხვდა, რომ ასეთი ამბის შემდეგ ვერც კი ვაზროვნებდი).

არასდროს დამავიწყდება თოვლიანი 30 მარტი, როცა გიგი პირველად ვნახე (უჩვეულოდ და უზომოდ ბედნიერმა მამამ წამიყვანა მასთან). მას შემდეგ ჩემი გულის, გონების, სულის განუყოფელი ნაწილია. მიუხედავად იმისა, რომ მეგი დედას ვერ უყოფდა და უცხო, მოცუცქნული არსების სამშობიაროშივე დატოვებას დაჟინებით მოითხოვდა, მალე ეს ორიც სასწაული დუეტი გახდა. ყველა მაიმუნობა მეგიმ ასწავლა და…

გიგისნაირი ტკბილი, თბილი, მოსიყვარულე ადამიანი მგონია, რომ დედამიწაზე მეორე არ არსებობს.

11 წლით დიდი ვარ, მის აღზრდაში მაქსიმალურად ვიყავი ჩართული და არც ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა არ გამომიტოვებია ჩემი მოუცლელობის მოუხედავად. მაგრამ მაინც სულ იმაზე ვფიქრობ, ხომ არაფერი დავაკელი, როგორც უფროსმა დამ.

ძალიან სწრაფად გაიზარდა, გაზრდასთან ერთად ჩვენს შორის ასაკობრივი სხვაობაც გაქრა. თვითონ სულ იძახდა, ოჯახში ჩვენ ორნი ერთმანეთს ვგავართო. ვიცი, ამაყობდა ჩემით და ვგრძნობდი, როგორ მოყვებოდა ჩემი და მეგის ნაკვალევს, ყველანი ერთად ბევრ საინტერესო რამესაც ვგეგმავდით…

შარშან „18 წლის ინდივიდი“ გახდა – ასე თვითონ ამბობდა. იცოდა, რომ უკვე დიდი ბიჭი იყო და ნელ-ნელა დებს სიყვარულით გვიბრუნებდა იმ ამაგს, რასაც ამდენი წელი იღებდა ჩვენგან.

2023 წლის 3 აგვისტომდე გიგის უბედნიერესი და ვიყავი. სწორედ ამ დღეს, სტიქიამდე სულ რაღაც 5 წუთით ადრე დედას ეროვნული გამოცდების ბოლო შედეგიც გააგებინა. ჩემთან მოწერა ვეღარ მოასწრო. იცოდა, როგორ ველოდებოდი, თან უნდა ეამაყა იმ ფაქტით, რომ მაჯობა. მაგრამ ვეღარ მოასწრო…

ვეღარ მოასწრო გაეგო, რომ რაიონში საუკეთესო სტუდენტიც გახდა.

ამ ჯოჯოხეთური დღის შემდეგ მხოლოდ სიზმრებიღა დამრჩენია გიგის მოსასიყვარულებლად. საშინელებაა.. მგონია, ჩემი გონება კიდევ ვერ აღიქვამს ბოლომდე, რომ გვერდით აღარ მყავს. ჩემდა უნებურად სულ ყურში ჩამესმის მისი სიცილი, ლაპარაკი, ჩახუტებას და სუნს ვგრძნობ. მისი მონატრება განმიცდია, ვიცი როგორია, ეს ყველაფერი კი მონატრებას არ გავს. არც რეალობაა, არც რაიმე ფიქრის ნაწილი. იმდენად ვაზროვნებ, რომ არც სიგიჟის, უბრალოდ, სახელი ჯერ ვერ მოვუფიქრე. ერთი ზუსტად ვიცი, გიგის დაბადებით გამოწვეულ გრძნობას ვერც კი შეედრება…

19 წლის, კიდევ უფრო დიდო ინდივიდო.. დაბადების დღეს გილოცავ.

P.S. კიდევ ბევრია მოსაყოლი…“ – წერს მარიტა გუტაშვილი სოციალურ ქსელში.

„მეგი, მოკრძალებული, ღიმილიანი და გამორჩეული ლიდერი, გრუნის კურსდამთავრებული…გიგის პირველკურსელთა შორის ველოდებოდით, გაუსაძლისი ტკივილია” – გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი შოვში დაღუპულ და-ძმაზე

#გიგი ნანატრი ოჯახის წევრი ❣️ რომელიც ამ ქვეყნად მოვლინებამდე უკვე ყველას უზომოდ გვიყვარდა( მისი და დედას სიყვარული და…

Posted by Marita Gutashvili on პარასკევი, 29 მარტი, 2024

ცნობისათვის, შოვში მომხდარ სტიქიურ უბედურებას მარიტა გუტაშვილის ოჯახის 9 წევრი ემსხვერპლა, მათ შორის მარიტას და და ძმა, მეგი და გიგი გუტაშვილები.

ფოტო, ვიდეო: „ოჯახის 9 წევრს ეძებს მესამე დღეა.. ძაღლი, რომელიც ასე ეხუტება და ვერ მოვაშორეთ, მარიტასია“ – ნატალია ბერულავა მარიტა გუტაშვილის ფოტოს გვიზიარებს

„გული იმხელა ჰქონდა, მეგონა, სამყაროში ყველა სანუგეშებელს ანუგეშებდა.. იშვიათად მინახავს თავის კუთხეზე ასე შეყვარებული ადამიანი“ – რას წერენ შოვში გარდაცვლილ მეგი გუტაშვილზე

„ქვეყნისთვის არის ტრაგედია შენი აღარ ყოფნა.. ერთხელაც რომ ენახე ვინმეს, არასდროს დაგივიწყებდა, სამყაროდ იქცა მეგი და ყველა ის ადამიანი, ვინც შთანთქა მიწამ“ – რას წერენ შოვში გარდაცვლილ მეგი გუტაშვილზე 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები