სომხეთის ხელისუფლებამ აზერბაიჯანის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ამის შესახებ სომხური მედია წერს.
„ეს არის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სომხეთის ხელისუფლების მიერ წარდგენილი პირველი სახელმწიფოთაშორისი საჩივარი“.- ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
ოფიციალური ერევანი აზერბაიჯანს მთიან ყარაბაღსა და მიმდებარე რაიონებში 44-დღიანი ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევებში ადანაშაულებს.
კერძოდ, სომხური მხარე აცხადებს, რომ აზერბაიჯანმა დაარღვია არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკისა და სომხეთის მცხოვრებთა სიცოცხლის უფლება, ასევე წამებისა და არაადამიანური მოპყრობისგან დაცვის, ხელშეუხებლობის, საკუთრების, პირადი ცხოვრების, განათლებისა და სხვა უფლებები.
უახლოეს მომავალში იგეგმება ევროპული სასამართლოსთვის საკუთარი სიმართლის დამამტკიცებელი დამატებითი დოკუმენტების გაგზავნა.
პუტინმა, ალიევმა და ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების შესახებ ახალ განცხადებას მოაწერეს ხელი