ამ წუთებში პარლამენტის შენობის წინ მობილიზებული სპეცრაზმელები აქციის მონაწილეებს წყლის ჭავლის გამოყენებით არბევენ.
ისინი ცდილობენ მოასუფთავონ მიმდებარე ტერიტორია. ვიდეოკადრებში ჩანს კვამლი, სავარაუდოდ, ცრემლსადენი გაზიც გაუშვეს.
დღეს პოლიციამ აქციის მონაწილეები გააფრთხილა, რომ დაშლილიყვნენ.
სპეცრაზმი შეტევაზე რამდენიმე წუთის წინ გადავიდა. დაპირისპირების ძირითადი ადგილი პარლამენტის უკანა შესასვლელი და ჩიტაძის ქუჩაა.