LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მადამ ტიუსოს მუზეუმში“ ცვილის ფიგურები პირბადეებით არიან წარმოდგენილი

388
5f06e963c9de3d1e7c2bcd82

თურქეთში ოთხთვიანი პაუზის შემდეგ „მადამ ტიუსოს მუზეუმმა“ დამთვალიერებელთა მიღება დაიწყო. უსაფრთხოების ნორმების დაცვის საუკეთესო მაგალითს ვიზიტორებს თავად ექსპონანტები აძლევენ.

ცვილის ფიგურები ერთმანეთისგან სოციალური დისტანციის წესების დაცვით არიან განლაგებული და თან ყველა მათგანს პირბადე უკეთია.

კორონავირუსის პრევენციისთვის მსგავსი რეგულაციები აუცილებელია და ცვილის სელებრითები ტურისტებს ამას კიდევ ერთხელ შეახსენებენ.

„მადამ ტიუსოს“ მუზეუმი 1835 წელს ლონდონში დაფუძნდა და მას შემდეგ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში არაერთი ფილიალი გახსნა.

სტამბოლის მუზეუმში დამთვალიერებლებს მხოლოდ თერმოსკრინინგის შემდეგ შეუშვებენ. დარბაზებში დისტანციის დასაცავი სტიკერები იქნება განთავსებული და ვიზიტორთა დასახვედრად თანამშრომლებს მთელი რიგი ტრენინგებიც ჩაუტარდათ.

აღსანიშნავია, რომ მუზეუმი ყოველ დღე 12:00–დან 18:00 საათამდე იმუშავებს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები