LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტეფანე: „ახლა გავიგე, რომ 1-ელ აგვისტოს ყველა კლუბს ჩაკეტავენ და ის დაგეგმილი ერთი კონცერტიც არ მექნება…“

528
stefanemgbrshnews

სტეფანე მღებრიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, სადაც წერს იმის შესახებ, რომ მისი ინფორმაციით, პირველი აგვისტოდან ყველა კლუბს ჩაკეტავენ და ერთი კონცერტის გამართვის საშალებაც არ ექნება.

სტეფანე:

„ესე იგი, ორი წელი ნორმალური სამსახური ხომ არ

მქონია. კონცერტი არ მქონია, ერთი წელია. ახლა გავიგე, რომ 1-ელ აგვისტოს ყველა კლუბს ჩაკეტავენ და ის დაგეგმილი ერთი კონცერტიც არ მექნება. ვინმე ფიქრობს, რა გაქანებითაც ჩემი შრომით ვცხოვრობდი და არავის არაფერს ვთხოვდი, ყველა გადასახადს ვიხდიდი… მე როგორ უნდა გავაგრძელო ცხოვრება, ან სხვა მუსიკოსებმა?

ახლა ეს პოსტი სხვა რამეზეა. ყოველდღე მომდის შორეული ნაცნობების მოთხოვნა, რომ ფული მივცე, “ვასესხო” და რომ ვსინავ, ისეთი ნაწყენები არიან, ისეთებს მწერენ, მეტი არ შეიძლება…

ძალიან დიდი ბოდიში და რამე ბიზნესი მაქვს და არ ვიცი, ვინმე კორუმპირებული ტიპი ვარ და დახმარებას მთხოვთ?

აქეთ დასახმარებელია ჩვენი სფერო, რომელზეც არავინ ფიქრობს!

პ:ს: რამდენი თანხაც ვალად მაქვს გაცემული, ეგ რომ დამიბრუნოთ, ნახევარი წელი პრობლემების გარეშე ვიგულავებ!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები