LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტეფანე: „ის, ვინც წამებით მოკლა ძაღლი და მეორე, ვინც იღებდა, უნდა გახდნენ სიმბოლო, როგორ დაისაჯოს ადამიანი ასეთი სისასტიკის გამო“ 

262
ing (5)

მომღერალი სტეფანე ეხმიანება სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებს, რომელშიც ჩანს, როგორ სცემს მამაკაცი ძაღლს.

ძაღლზე ძალადობის გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო

„იმ ტიპმა, რომელმაც წამებით მოკლა ძაღლი და მეორე, ვინც იღებდა, უნდა გახდნენ სიმბოლო, როგორ უნდა დაისაჯოს ადამიანი ასეთი სისასტიკის გამო. მაგის შემდეგ ვინმე ნაძირალას თუ თავში ეს აზრი მოუვა, სულ უნდა ახსოვდეს, რა ელის.

როცა დავწერე, ასეთ მანიაკებზე, დედამიწას ამძიმებენ-მეთქი და მაგათ ძაღლები მირჩევნია… პორტალი არ დატოვეს, ყველგან დაბეჭდეს ეგ სათაური და კომენტარებში მიწერდნენ: „შენ ამძიმებ დედამიწასო“, – წერს სტეფანე სოციალურ ქსელში.

 

იმ ტიპმა , რომელმაც წამებით მოკლა ძაღლი და მეორე , ვინც იღებდა უნდა გახდნენ სიმბოლო, როგორ უნდა დაისაჯოს ადამიანი ესეთი…

Posted by Stephane Mgebrishvili on სამშაბათი, 09 იანვარი, 2024

 

ცნობისათვის, ძაღლზე ძალადობის გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. პატრონის მხრიდან ძაღლზე ძალადობის ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა. გავრცელებული ინფორმაციით, ფაქტი მარნეულში მოხდა.

„დღეს თუ ცხოველს ასე აწამებ, ხვალ შეიძლება ადამიანიც ასე მარტივად მოკლა“ – ვრცელდება ინფორმაცია, რომ კაცი, რომელიც ძაღლზე ძალადობისთვის დააკავეს, 13 წლის მოზარდის სექსუალურ შევიწროებაშიც არის მხილებული

„ქათმები შეჭამა, ძროხაც დაკბინა, ჩემი შვილი ძალიან გამწარდა და ასე სცემა – ბრალი დასდეს თითქოს მეხუთე კლასელზე იძალადა, ეს ტყუილია“ – ძაღლზე მოძალადე კაცის დედა 

„მახსოვს, როგორ ხოცავდნენ სოფელში ძაღლებს იმის გამო, რომ საბუდარში კვერცხი შეჭამეს… ადამიანი, ყველაზე წუწკი არსება დედამიწაზე, კლავდა სიწუწკისთვის“ – გიორგი კეკელიძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები