LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეს თუ ცხოველს ასე აწამებ, ხვალ შეიძლება ადამიანიც ასე მარტივად მოკლა“ – ვრცელდება ინფორმაცია, რომ კაცი, რომელიც ძაღლზე ძალადობისთვის დააკავეს, 13 წლის მოზარდის სექსუალურ შევიწროებაშიც არის მხილებული 

242
ძაღლზე მოძალადე კაცის საქმე

გუშინ, ბოლნისში ძაღლზე სასტიკად ძალადობის ფაქტს, რომელმაც ცხოველი დაღუპვამდე მიიყვანა, სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვა ეხმაურება და წერს, რომ გარდა ამ შემზარავი შემთხვევისა, დაკავებული მამაკაცი ბავშვზე სექსუალურ შევიწროებაშია მხილებული.

როგორც სამირა ბაირამოვა აღნიშნავს, ამ საქმეს ბოლომდე მიჰყვება და ყველას მოუწოდებს, არასწორი ინფორმაციებით საზოგადოება შეცდომაში არ შეიყვანონ.

გარდა ამისა, თანასოფლელის მხრიდან ბავშვზე შესაძლო ძალადობის ფაქტზე საუბრობენ ადგილობრივები, რომლებიც ძაღლზე მოძალადე მამაკაცის უმკაცრესად დასჯასა და სოფლიდან გაძევებას ითხოვენ.

„ამ ეტაპზე პოლიციის მხრიდან რაც საჭიროა გაკეთებულია, ეს კადრები და ასევე ინფორმაცია ბავშვის მიმართ სექსუალური შევიწროების ფაქტიც, გუშინ გახდა ყველასთვის ცნობილი და მარნეულის პოლიციამ კადრების გავრცელების მომენტიდან რეაგირება დაიწყო, კონტაქტზე ვიყავით.

მე როგორც უფლებათადამცველი ყურს, თვალს არ ვხუჭავ არც ერთ თემაზე და არასდროს ეროვნებაზე აქცენტს არ ვაკეთებ. რეგიონში მომხდარი ამბებზე როგორც პირველი წყარო, ინფორმაცია იმის გამო კი არ ვდებ, რომ აქ მივცეთ რეგიონში მცხოვრები ადამიანებს, უმცირესობების მიმართ გალანძღვის და დამცირების საშუალება, ისინი სოციალური უთანასწორობისა და დისკრიმინაციის გამო ჩამორჩენლები არიან.

ვინც ეროვნების დამცირებაზე კომენტარებს აკეთებს და პირადში მწერს, თქვენც არ გახდეთ ჩემი ობიექტი, რომ ცალკე შევიტანო საჩივარი. დასრულეთ ეს კულტურა!!!

შეგახსენებთ, რომ მეც აზერბაიჯანელი ვარ, რასაც ამბობთ არ ვართ იმ კატეგორიის ხალხი!!!

ძაღლზე ძალადობის გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ფაქტზე სსკ-ის 259-ე მუხლით არის დაწყებული გამოძიება.

ვინც ის სასტიკი ქმედება ჩაიდინა, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მისი დასჯა სასტიკად მოხდეს, ორივე შემთხვევის გამო.

დიდი შრომა გვაქვს წლებია ინტეგრაციაზე, თემის განვითარებაზე, ტოლერნატული საზოგადოების ჩამოყალიბაზე და გთხოვთ ეს საქმეც არ გავაფუჭოთ“, – წერს სამირა ბაირამოვა.

მედიასთან კომენტარი გააკეთეს ძალადობაში ბრალდებული მამაკაცის თანასოფლელებმაც. ისინი მის მიმართ შესაბამისი, მკაცრი ზომების გატარებას ითხოვენ.

„კარგად ვიცნობ, აქვე ცხოვრობს. ვნახეთ ძაღლზე ძალადობის ვიდეო, როგორ შეიძლება ასე აწამო. ასევე, გავიგეთ, რომ ის არასრულწლოვან გოგოზე სექსუალურ ძალადობაშია ეჭვმიტანილი“, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

მარნეულში, ძაღლზე მოძალადე კაცის კიდევ ერთ მძიმე დანაშაულზე საუბრობენ

“ეჭვმიტანილია არასრულწლოვან გოგოზე სექსუალური შევიწროების საქმეშიც” | ადგილობრივები კაცზე, რომელმაც მარნეულში ძაღლი მოკლა

Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on სამშაბათი, 09 იანვარი, 2024

„ეს კაცი სოფლიდან უნდა წავიდეს. მე-5 კლასელ ბავშვზე სექსუალურ ძალადობაშია ეჭვმიტანილი. ამას ძაღლის წამება და მოკვლაც დაემატა.

დღეს თუ ცხოველს ასე აწამებ, ხვალ შეიძლება ადამიანიც ასე მარტივად მოკლა. საჭიროა მის მიმართ, შესაბამისი ზომები გატარდეს“. – უთხრა მედიას მარნეულის მკვიდრმა.

magti 5g