LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტეფანე: “როდესაც ყველაზე ცუდად ვარ, მაშინ ვუსმენ მუსიკას, პოპულარობა უნდოდა ნიკოლოზ რაჭველს თუ რატომ უკრავდა? რატომ ვლაპარაკობთ ამაზე ამდენს?”

2055
BeFunky-collage (5)

გუშინ, 26 თებერვალს თბილისში უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე კონცერტი გაიმართა.

უკრაინას მხარდაჭერა ნინო ქათამაძემ და ნიკოლოზ რაჭველმა ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად გამოუცხადეს.

აღსანიშნავია, რომ სოლიდარობის აქციაზე კონცერტის გამართვას საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან აღშფოთება მოჰყვა.

ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი და მუსიკოსებს სოლიდარობას უცხადებს.

“მეც დავწერო კონცერტზე? ღირს რომ…?

ან ის მუსიკოსები, რომლებიც მონაწილეობდნენ, რატომ დებენ ახსნა განმარტებას?

როდესაც ყველაზე ცუდად ვარ, მაშინ ვუსმენ მუსიკას…

პოპულარობა უნდოდა ნიკოლოზ რაჭველს თუ რატომ უკრავდა?

ყველას აქვს გამოხატვის ფორმა, მათ შორის მუსიკა აპრობირებული მეთოდია….

შეიძლება ფორმა არ იყო ბოლომდე სწორი და ღონისძიების ორგანიზატორებს არ ჰქონდათ შესაბამისი გამოცდილება, რა როგორ უნდა მიაწოდონ…

მაგრამ ეს არ ემსახურებოდა ვინმეს გართობას ან ზეიმს… ამაში ხომ ვთანხმდებით?

რატომ ვლაპარაკობთ ამაზე ამდენს? რა საჭიროა?

ჩვენი უსაყვარლესი არტისტები იდგნენ იქ და როგორც შეეძლოთ მხარს უჭერდნენ უკრაინელ მეგობრებს,”-წერს სტეფანე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g