LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტიქია კახეთში: „ყველაფერი განადგურდა.. სეტყვა 22 წუთს გაგრძელდა, რა უნდა ვქნათ? ვის აქვს ჩვენი დარდი“

697
Untitled design

სტიქიამ კახეთში რამდენიმე სოფელი დააზარალა.

ძლიერმა ქარმა და სეტყვამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში ვენახები, სასოფლო სამეურნეო სავარგულები და ხეხილის ბაღები დააზიანა.

ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, სტიქია 20 წუთს გაგრძელდა.

„ცუდი ზარალია, სულ გატიტლიკანავდა ხეხილი, ვენახები…

სეტყვა 22 წუთი იყო. არ ვიცი, შეიძლება ზოგს ინფარქტმაც დაარტა, ამდენი ფული აქვთ ბანკებიდან გამოტანილი, იმას დაფარვა უნდა, რით დაფარონ?…

სულ ყველაფერი განადგურდა, ვენახს არაფერი ეშველება, რა უნდა ვქნათ? მთავრობა თუ რამეს გაიღებს, თუ არა და, რა უნდა ვქნათ? ადგილზე არავინ ყოფილა მოსული, ვის აქვს ჩვენი დარდი? ვენახს 2-3 წელი მაინც სჭირდება, რომ აღდგეს“, – ამბობს მოსახლეობა მედიასთან.

 

სტიქია კახეთში | სეტყვამ რამდენიმე სოფელი დააზარალა

სტიქია კახეთში | სეტყვამ რამდენიმე სოფელი დააზარალა

Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on ოთხშაბათი, 31 მაისი, 2023

 

ძლიერი ქარი იყო სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯშიც, ქარმა ხეხილი დააზიანა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები