LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტიქია კახეთში – დაისეტყვა ვენახები, მოგლეჯილია ხეები და დაზიანებულია ინფრასტრუქტურა

351
სტიქია კახეთში

ძლიერმა ქარმა და სეტყვამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სამი სოფლის: კაბალის, გურგენიანის და ბაისუბნის მოსახლეობა დააზარალა.

რადიო „თავისუფლების“ ინფორმაციით, დაისეტყვა მოუკრეფავი ვენახების ნაწილი, ხეხილის ბაღები და სხვა კულტურები. კაბალში ქარმა რამდენიმე სახლს სახურავიც გადახადა. ლაგოდეხი-ყვარელი-თელავის დამაკავშირებელ გზაზე მოგლეჯილია ხეები და გაწყვეტილია ელექტროსადენები.

ამ გზაზე 15 წუთის განმავლობაში შეფერხებული იყო მოძრაობა. საკარმიდამო ნაკვეთები დაიტბორა სოფელ ბაისუბანშიც.

ადგილობრივების ინფორმაციით, უამინდობა დაახლოებით 15 წუთი გაგრძელდა. სტიქიის ზონაში მუშაობენ მაშველები. ისინი ცენტრალურ გზებს მოგლეჯილი ხეებისგან ასუფთავებენ.

სოფელ კაბალში მერის წარმომადგენელმა მამად მამედოვმა რადიო „თავისუფლებას“ უთხრა, რომ სტიქიის შედეგებს შეისწავლიან და მონაცემები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

კახეთში სეტყვა 2 სექტემბერსაც მოვიდა. ახმეტის, თელავის და გურჯაანის სოფლებში ყურძნის მოსავლის ნაწილი განადგურდა.

ფოტოები: რადიო „თავისუფლება“
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები