LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალიან ცუდი მდგომარეობაა, ფაქტობრივად, წყალში ვართ“ – ყვარლის მუნიციპალიტეტში მდინარე ადიდდა, დაიტბორა სახლები და ვენახები

207
Untitled design (1)

ძლიერი წვიმის შედეგად, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში მდინარე ფატმასური ადიდდა.

მდინარის ადიდების შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სარდაფები, ვენახები, ხეხილის ბაღები და საავტომობილო გზა.

„ეს უხვმა ნალექმა გამოიწვია, მაგრამ სხვა დროს უფრო უხვი ნალექი ყოფილა და ეს არ გამოუწვევია.

სანიაღვრე არხები 2010 წლიდან არ გასუფთავებულა და ამან გამოიწვია – სანიაღვრე არხებმა ჭარბი რაოდენობის წყალი ვერ გაატარა, წყალი მინდვრებიდან და სავარგულებიდან მოდის და საათები რომ გადის, უფრო ემატება და არ აკლდება. ძალიან ცუდი მდგომარეობაა, ფაქტობრივად, წყალში ვართ.

ელოდებიან, როდის ჩაივლის წყალი და მორჩა, როგორც სხვა დროს – ისე იქნება, არაფერს არ მოიმოქმედებენ. იმედია გააკეთებენ“, – ამბობს სტიქიის შედეგად დაზარალებული ადგილობრივი მცხოვრები „მთავარ არხთან“ საუბარში.

 

სტიქია სოფელ გავაზში – დატბორილია სახლები, ქუჩები და ნათესები

ყვარლის სოფელ გავაზში მდინარე ფატმასური ადიდდა | დატბორილია პირველი სართულები, ვენახები

Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on სამშაბათი, 06 ივნისი, 2023

 

 

ყვარლის მერის მოადგილის, გიორგი ქოქიაშვილის თქმით, ამ დროისთვის ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ და წყლის ამოტუმბვა მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები