LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტიქია ონში: ძლიერმა ქარმა სახლებს სახურავები გადახადა და ხეები დაამტვრია

85
Untitled design (1)

რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა და საცხოვრებელი სახლების დახურვის სამუშაოები მიმდინარეობს.

ონის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა ქ.ონსა და ადმინისტრაციულ ერთეულებში დაამტვრია ხეები, დააზიანა ელ.გადამცემი სადენები და მოსახლეობის კუთვნილ საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა.

მერიის ცნობით, ვითარებას რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პარმენ მარგველიძე მოადგილეებთან და მუნიციპალიტეტოს ხელმძღვანელ პირებთან ერთად ადგილზე გაეცნო.

მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ შექმნილია სტიქიის სალიკვიდაციო საგანგებო კომისია და მიმდინარეობს ზარალის დათვლა.

პარალელურ რეჟიმში დაწყებულია საცხოვრებელი სახლების დახურვის სამუშაოებიც.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები