LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სულ უფრო და უფრო მიმძაფრდება განცდა, რომ ქართულ ეკლესიაში ღმერთს შორდებიან – გოგა ჩანადირი

289
goga-chanadiri-770x512

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი საპატრიარქოში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. ამ თემასთან დაკავშირებით ფოტოგრაფმა სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა.

სულ უფრო და უფრო მიმძაფრდება განცდა, რომ ქართულ ეკლესიაში ღმერთს შორდებიან“,- წერს გოგა ჩანადირი.

მისი თქმით მორწმუნე ადამიანისთვის მტკივნეულია სასულიერო პირის მხრიდან წყევლა და შეურაცხყმყოფელი სიტყვებით საუბარი, მიუღებელია პოლიტიკურ თემებზე ქადაგება, მიუღებელია ეკლესიის ბაზრობად ქცევა და ღვთისმსახურებისთვის ფულის მოთხოვნა.

“მიუღებელია ფუფუნების საგნებით ტკბობა და ძვირადღირებულ მანქანებზე ამხედრება. მე, რომელსაც გულწრფელად სჯერა თაბორის მთაზე ნაწამები იესოსი, მის მიერ სიკვილითა სიკვდილისა დათრგუნვა, ვხედავ, რომ ქართული ეკლესია შორდება ყველაზე დიდ მასწავლებელს – იესოს. განა, იესომ არ თქვა უარი ძვირფას ეტლზე და სახედრით შევიდა იერუსალემში? განა იესომ არ აყარა ბაზარი ტაძარში? განა იესომ არ ზიდა მძიმე ჯვარი? განა იესო არ იდგა შეჭირვებულთა გვერდით? განა იესო არ ამბობდა უარს უხვ ნადიმებზე და პურსა და ღვინოს სჯერდებოდა?
მე არ ვარ ჩასაფრებული ადამიანი. პირიქით, თვალი ბევრჯერ დავხუჭე კიდეც, რომ ცეცხლისთვის ნავთი არ დამესხა.
დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე იმის მაგალითია, რომ ეკლესიაში არაჯანსაღი გარემოა”- წერს გოგა ჩანადირი.

https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=2208187219481500&id=100008707309211

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები