LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სულიერების საფარქვეშ მხარს უჭერენ ტერორისა და გენოციდის პოლიტიკას“ – ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ რუსეთის სასულიერო პირების წინააღმდეგ სანქციები დააწესა

139
ზელე რუსეთის სასულიერო პირებზე

„უკრაინამ რუსეთის სასულიერო პირების წინააღმდეგ სანქციები დააწესა“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა:

„დაწესდა სანქციები 22 ადამიანის, რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც სულიერების საფარქვეშ მხარს უჭერენ ტერორისა და გენოციდის პოლიტიკას.“ – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინული მედიის ცნობით, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ სანქციები დაუწესა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის 21 წარმომადგენელს, რომელთა შორის რუსეთის პატრიარქის, კირილეს ძმისშვილი მიხაილ გუნდიაევია. ასევე შეზღუდვები დაუწესდა ორმოცდაათიანელების ერთ წარმომადგენელს.

მიმდინარე სიახლეებს ვრცლად გაეცნობით:

“მსოფლიო მიუახლოვდა მე-3 მსოფლიო ომს” – დიმიტრი მედვედევი

ნორვეგიის პოლიციამ რუსი დაქირავებული დაჯგუფების „ვაგნერის“ ყოფილი მეთაური დააკავა, რომელიც ბრძოლის ველიდან გაიქცა და თავშესაფარს ითხოვდა

ლავროვი: ის, რაც უკრაინაში ხდება, უკვე აღარ არის ჰიბრიდული ომი, ეს არის ნამდვილი ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის

magti 5g