LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუპერთასს პრობლემები აქვს, გერმანიას მაყურებელი არ ეყოლება – ამბები მოკლედ

131
bayern-munich-champions-league-sevilla-europa-league-super-cup-trophy-composite-1ecnfdcl1h4pp1wcq1pkd41l35

“მანჩესტერში” ვან დე ბეკის ტრანსფერის თანხამ შესაძლოა 45 მლნ ევროს მიაღწიოს ბონუსების გამო. ინგლისურმა კლუბმა “აიაქსის” ფეხბურთელს 2025 წლამდე გაუფორმა კონტრაქტი.

ლინგარდი და პერეირა “იუნაიტედიდან” წავლენ. სულშერს სურს ცენტრალური მცველის, ვინგერისა და ფორვარდის შეძენა.

“მან სიტი” მესის 500 მლნ ევროს გადაუხდის 5 წელიწადში (ტანკრედი პალმერი).

“ბარსელონას” მოუწევს 14 მლნ ევროს გადახდა კუის სუარესთან კონტრაქტის გაწყვეტის გამო.

“ბარსელონა” ივან რაკიტიჩსაც გამოეთხოვება. ხორვატი “სევილიაში” დაბრუნდება.

“ბარსელონას” და “სიტის” ყოფილი მეკარე ბრავო “ბეტისში” გადავიდა.

ბრაზილიელი მცველი ტიაგო სილვა “ჩელსიში” გააგრძელებს კარიერას. 35 წლის ფეხბურთელთან 1-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

“მარკას” ინფორმაციით, მადრიდის “რეალს” ყველაზე ძვირადღირებული შემადგენლობა ჰყავს – 971.55 მლნ ფუნტი. შემდეგ მოდიან: “სიტი”, “ლივერპული”, “ბარსელონა”, “ბაიერნი”, “ჩელსი”, პსჟ, “ატლეტიკო”, “მანჩესტერი”, “ტოტენჰემი”.

“ბაიერნის”ესპანელი ნახევარმცველი ხავი მარტინესი კარიერას “რეალ სოსიედადში” გააგრძელებს.

უეფას სუპერთასი “ბაიერნსა” და “სევილიას” შორის 24 სექტემბერსაა დანიშნული, მაგრამ პრობლემები შეიქმნა. უნგრეთი სექტემბრიდან უცხოელებისთვის საზღვრებს კეტავს, თამაში კი ბუდაპეშტშია დანიშნული.

“რომას” ფეხბურთელს ჯასტინ კლუიბერტს კორონავირუსი დაუდასტურდა.

გერმანიის ბუნდესლიგის მატჩები მინიმუმ 2021 წლამდე მაყურებლის გარეშე ჩატარდება.

მიუნხენის “ბაიერნის” თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი გერმანიის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს Kicker-ის ვერსიით. 32 წლის პოლონელმა თანაკლუბელებს ტომას მიულერს და იოზუა კიმიხს გაუსწრო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები