LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუს-ის უფროსმა საკადრო დანიშვნებს ხელი მოაწერა

cms-image-000016276

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საკადრო ცვლილებები ოფიციალურად დაადასტურეს. სუს-ის პრესსამსახურის ცნობით რამდენიმე რეგიონული სამსახურის უფროსის დანიშვნის შესახებ ბრძანებას უწყების ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა ხელი უკვე მოაწერა.

კერძოდ, სუს-ის უფროსის ბრძანებით, ახალი ხელმძღვანელები ჰყავს კახეთის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის რეგიონულ სამსახურებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები