LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სვეტლანა ციხანოვსკაია: უკრაინის მხარეს დაახლოებით 1 500 ბელარუსი იბრძვის

74
CE845525-E582-451C-BA8F-B513F5341BC7

ბელარუსი ოპოზიციონერის, სვეტლანა ციხანოვსკაიას განცხადებით, უკრაინის მხარეს დაახლოებით 1 500 ბელარუსი იბრძვის.

აღნიშნულის შესახებ მან მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

„ომი როდესაც დაიწყო, ბელარუსში ბევრმა ჩათვალა, რომ საჭიროა უკრაინელების დახმარება, ამიტომ მოხდა ბატალიონების ორგანიზება. ამ დროისთვის დაახლოებით 1 500 ადამიანია. ისინი სხვადასხვა ქალაქში არიან, უკრაინის არმიის მეთვალყურეობის ქვეშ“, – განაცხადა ციხანოვსკაიამ.

ამასთან, ოპოზიციონერმა განაცხადა, რომ უკრაინის დასახმარებლად სხვა ქვეყნებში წვრთნებს ახლა კიდევ უფრო მეტი ადამიანი გადის.

„ხშირ შემთხვევაში, ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც სჭირდებათ წვრთნა, რადგან არ აქვთ სამხედრო გამოცდილება, მაგრამ ბელარუსი მებრძოლების რაოდენობა უკრაინის მხარეს აუცილებლად გაიზრდება.“ – განაცხადა ოპოზიციონერმა.

ციხანოვსკაიამ ასევე აღნიშნა, რომ კრემლი არ განიხილავს უკრაინასა და ბელარუსს ცალკე სახელმწიფოებად და იმპერიალისტური პოლიტიკიდან გამომდინარე მათ ნაწილად მიიჩნევს.

მისივე თქმით, ახლახან გავრცელდა ჭორები, რომ სექტემბერში ბელარუსში იგეგმება რეფერენდუმის ჩატარება რუსეთში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. მან ასევე გააფრთხილა დასავლეთის ქვეყნები უკრაინული მარცვლეულის მარაგების განბლოკვის სანაცვლოდ რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ დაწესებული გარკვეული სანქციების მოხსნასთან დაკავშირებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g