LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სწრაფად არ უნდა განსაჯოთ ადამიანები“ – ნუცა ბუზალაძე იტალიაში, კომოს ტბაზე ისვენებს

1915
Untitled design

ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე იტალიაში, კომოს ტბაზე ისვენებს.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოს აღწერაში ნუცა ადამიანებს მოუწოდებს უყვარდეთ ერთმანეთი და სწრაფად ნუ განსჯიან ადამიანებს.

„ბოდიში მინდა მოვუხადო ყველას…ვიაზრებ, რომ მთავარი შეცდომა ჩემი რუსეთში ჩასვლა იყო და არა ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობრის დაბადების დღეზე დასწრება” – ნუცა ბუზალაძე მოქალაქეებს მიმართავს 

„რთული პერიოდი დიდხანს არ გრძელდება, მაგარი ადამიანები აგრძელებენ ცხოვრებას. ასე რომ მუდამ გაიღიმეთ და იყავით ბედნიერი იმით, რომ თქვენ გაქვთ შანსი შეცვალოთ სამყარო უკეთესობისკენ. ერთმანეთის სიყვარული და მხარდაჭერა გვჭირდება. ვიყოთ კეთილები და სწრაფად ნუ განვსჯით ადამიანებს, ასევე მათ სიტუაციებს“, – წერს ნუცა სოციალურ ქსელში.

 

Tough times don’t last tough people do! So always smile and celebrate being alive having a chance to make a difference…Posted by Nutsa Buzaladze on Monday, 26 June 2023

 

ზაზა შენგელია: „ნუცას ამ ნაბიჯს, ვერაფრით ვერ ვამართლებ, რაც არ უნდა ახლო მეგობრის დაბადების დღე ყოფილიყო, მე პირადად მის ადგილას არც ამ წვეულებაზე არ წავიდოდი და რომ მცოდნოდა მიდიოდა, აუცილებლად ვურჩევდი, რომ არ წასულიყო…“

ცნობისათვის, 24 ივნისს, ფეისბუკში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ნუცა ბუზალაძემ, დათო ხუჯაძემ, ხვიჩა მაღლაკელიძემ, სოსო პავლიაშვილმა და სხვა ქართველმა მომღერლებმა რუსეთში ერთ-ერთ კორპორატიულ საღამოზე იმღერეს.

გავრცელებულ ვიდეოს და ნუცა ბუზალაძის გამოჩენას მოსკოვში საზოგადოების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

ამავე თემაზე:

ნინი შერმადინი: „არც მე მესიამოვნა მისი დანახვა რუსეთში გულწრფელად, მაგრამ ამხელა ზიზღი ნამდვილად არაფერში წერია..რეალურად მოღალატე ადამიანებზე ვიდარდოთ“

არ მესმის რაზე იხდი ბოდიშს და საერთო რა დააშავე საბოდიშო?! – ზურა ხაჩიძე ნუცა ბუზალაძეს

„ნუცას ჩაქოლვის ნაცვლად, გაიხსენეთ იესოს სიტყვები: „ვინც თქვენ შორის უცოდველია, პირველი ქვა მან ესროლოსო“, ასე რომ, გთხოვ, აპატიეთ, დაივიწყეთ და დაუბრუნეთ ნუცას სიცოცხლე“ – ფადი ასლი

„დაანებეთ ნუცას კრიტიკას თავი! მან კარგად გააანალიზა რაც „დააშავა“ და ბოდიშიც მოიხადა..“ – ჯგუფ „სეიშენის“ წევრი, ზაზა ბანძელაძე

„ნუცა, მიიღეთ ჩემი საყვედური და გამოწვდილი ხელიც..“ – გიორგი კეკელიძე ნუცა ბუზალაძეს 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g