LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სწრაფი მოქმედება ასეთ დროს კრიტიკულად მნიშვნელოვანია, თერაპია უნდა დაიწყოს ინფიცირების პირველივე დღეებიდან” – Pfizer მოსახლეობას COVID-19-ის შესახებ აფრთხილებს

193
ვაქცინაცია - აცრა

საქართველოში კორონავირუსის ინფექციის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიმართულებით კამპანია მიმდინარეობს. ACT Fast. GET TESTED კამპანია, რომელსაც “ფაიზერი” ახორციელებს, მიზნად ისახავს, შეახსენოს ადამიანებს ინფექციის სიმძიმე და პირველივე სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, სწრაფი რეაგირების საჭიროება, განსაკუთრებით რისკ ჯგუფში მყოფი ადამიანებისთვის. კამპანია დეკემბერში დაიწყო და 3 თვის განმავლობაში გაგრძელდება, რომლის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით ტარდება ტრადიციული მედია და სოციალური მედია აქტივობები, სადაც ჩართულნი არიან ჯანდაცვის სისტემაში მოღვაწე წამყვანი პროფესიონალები.

„რადგან COVID-19 ყველა ადამიანზე განსხვავებულად მოქმედებს, მაღალი რისკის ჯგუფში ყოფნა ნიშნავს, რომ უმნიშვნელო სიმპტომებიც კი შეიძლება პროგრესირდეს და გახდეს ძლიერი დაავადების წინაპირობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჰოსპიტალიზაცია და პოტენციურად, სიკვდილიც კი. რისკის სტატუსის ცოდნა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია შემდგომ უკვე, როგორც საკუთარი თავის, ასევე ახლობლების დასაცავად ვერაგი COVID-19-სგან. თუ თქვენ იცით, რომ რისკ ჯგუფში ხართ და ფიქრობთ, რომ გაქვთ COVID-19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, დაუყოვნებლივ გაიკეთეთ ტესტი და გაესაუბრეთ თქვენს ექიმს მკურნალობის შესაძლო მეთოდებზე. სწრაფი მოქმედება ასეთ დროს კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან თერაპია უნდა დაიწყოს ინფიცირების პირველივე დღეებიდან“, – ამბობს ზარინა კოჟახმეტოვა, Pfizer-ის სამედიცინო ხელმძღვანელი კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ACT Fast. GET TESTED კამპანიის დაწყებით საქართველოში, კომპანია Pfizer-ის მიზანია ხელი შეუწყოს საზოგადოების ინფორმირებას დროულ ტესტირებასთან დაკავშირებით და მკურნალობის არჩევანის მიღების საშუალებებზე.

„ჩვენს ყოველდღიურობაში, მუდმივად ვხვდებით რისკ ჯგუფის წარმომადგენლებს, ვისთვისაც COVID-19-ით გამოწვეული შედეგები შეიძლება აღმოჩნდეს ფატალური. ესენი არ არიან მხოლოდ ჩვენი ბებიები და ბაბუები, არამედ ქრონიკულად დაავადებულ ადამიანთა უზარმაზარი რიცხვი, მათ შორის კარდიოვასკულარული დაავადების მქონე ადამიანები, როგორიც არის მაღალი არტერიული წნევის მქონე პირები, რაც განსაკუთრებით ხშირია ჩვენს ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, ჩვენი ვალდებულებაა, რომ ჩავიტაროთ კორონავირუსის ინფექციაზე ტესტი დაავადების სიმპტომების გამოვლენის პირველივე ნიშნებზე, დროულად გავიაროთ ექიმის კონსულტაცია და საჭიროების შემთხვევაში, ჩავიტაროთ მკურნალობა, რაც სწრაფად შეაჩერებს აღნიშნულ სიმპტომებს“ – ამბობს ნინო ასათიანი, პირველადი ჯანდაცვის განვითარების ხელშემწყობთა ასოციაციის პრეზიდენტი საქართველოში.

როგორც “ფაიზერის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტატისტიკის მიხედვით, გლობალური COVID-19 პანდემიის დაწყებიდან, საქართველოში დაფიქსირდა 1.8 მილიონზე მეტი ახალი კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევა. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში დაავადებამ 16 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

“მიუხედავად ავადობის დინამიკაში არსებული ცვლილებებისა, COVID-19 პანდემია ჯერ კიდევ შორს არის დასასრულისგან. სპეციალისტებს განსაკუთრებით აღელვებთ ის ფაქტი, რომ გრიპს, გაციებას და ახალი კორონავირუსის ინფექციას ერთნაირი სიმპტომები ახასიათებს. სწორედ ამიტომ, არის ტესტის ჩატარება აუცილებელი, სიმპტომების გამოვლენის ადრეულ ეტაპზე, რათა სწორად მოხდეს დაავადების დიაგნოსტირება და დროული მკურნალობის დაწყება. უფრო მეტიც, COVID-19 კვლავ წარმოადგენს დიდ საფრთხეს რისკ ჯგუფში მყოფი ადამიანებისთვის, ვისთვისაც სუსტი სიმპტომებიც კი შეიძლება პროგრესირდეს და გადაიზარდოს სერიოზულ დაავადებაში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჰოსპიტალიზაცია, ინტენსიური მოვლის საჭიროება და პოტენციურად, სიკვდილიც კი.

კვლევების თანახმად, ყველაზე მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენენ ხანში შესული ადამიანები (COVID-19-ით გამოწვეული სიკვდილიანობის 81%-ზე მეტი დაფიქსირდა 65 წლის ზემოთ მყოფი ასაკის ადამიანებში) და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები, როგორიც არის: რესპირატორული, საშუალო და ძლიერი ბრონქიალური ასთმა, კისტოზური ფიბროზი და სხვა), კარდიოვასკულარული, ცერებროვასკულარული, თირკმლის, ღვიძლის, ჰემატოლოგიური დაავადებები, სიმსივნე, დიაბეტი, ჭარბწონიანობა და  რომლის დროსაც არის დაქვეითებული იმუნიტეტი.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია არაგადამდები დაავადებების ფართო გავრცელების მაღალი მაჩვენებლები საქართველოში, რაც თავის მხრივ წარმოადგენს COVID-19-ის გავრცელების რისკ ფაქტორებს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO)-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის დაახლოებით 37.7%-ს აქვს მაღალი არტერიული წნევა, ხოლო 33.2% არის ჭარბწონიანი. მეორე პრობლემას წარმოადგენს თამბაქოს მწეველთა მაღალი მაჩვენებელი (31%), რაც ასევე უარყოფითად მოქმედებს COVID-19-ით ავადმყოფობის მიმდინარეობაზე”, – აღნიშნულია “ფაიზერის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

Pfizer-ის შესახებ: მიღწევები, რამაც შეცვალა პაციენტების ცხოვრება 

Pfizer-ში ჩვენ ვიყენებთ მეცნიერულ და გლობალურ რესურსებს, რათა ჩავატაროთ ისეთი მკურნალობა, რაც ახანგრძლივებს და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ადამიანების სიცოცხლეს. ძალისხმევას არ ვაკლებთ, რათა სტანდარტის შესაბამისი იყოს ხარისხი, უსაფრთხოება და ჯანდაცვის პროდუქტების მოკვლევის, მათი განვითარების და წარმოების სარგებლიანობა, მათ შორის ინოვაციური მედიკამენტები და ვაქცინები. ყოველდღიურად, Pfizer-ის კოლეგები მუშაობენ პარალელურ რეჟიმში, როგორც განვითარებულ, ასევე განვითარებად ბაზრებზე, რათა გააუმჯობესონ და გაუმკლავდნენ ადამიანების ჯანმრთელობასთან, დაავადების პრევენციის ზომებთან და მკურნალობასთან დაკავშირებულ გამოწვევებს, რაც სწორედ დღევანდელ დროში არსებული საშიში დაავადებებისგან არის გამოწვეული. გათავისებული გვაქვს რა ჩვენი პასუხისმგებლობა, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი პირველი ინოვაციური ბიოფარმაცევტული კომპანია, ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჯანდაცვის პროვაიდერებთან, სახელმწიფოებთან და ადგილობრივ ჯგუფებთან, რათა დავეხმაროთ და გავზარდოთ ხელმისაწვდომობა ჯანდაცვის სანდო მომსახურებაზე მთელს მსოფლიოში. 170 წელზე მეტია ვმუშაობთ იმისათვის, რათა შევქმნათ უკეთესი ცხოვრება მათთვის, ვინც ჩვენ გვენდობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები