LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თაღლითობის მცდელობის ფაქტი – დაკავებულია ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიის’’ თანამშრომელი

211
dakaveba_57848feb2dece

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა თაღლითობის მცდელობის ფაქტზე თბილისის მერიის შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიის’’ ავტობუსების ექსპლუატაციის უსაფრთხოების და მოძრაობის ორგანიზების სამსახურის ინსპექტორი გიორგი გ. დააკავეს.

სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი გ. საქართველოს მოქალაქეს ჰპირდებოდა ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში’’ კონდუქტორის თანამდებობაზე დანიშვნას, რის სანაცვლოდაც მოსთხოვა და ეტაპობრივად გამოართვა 700 ლარი.

დანაშაული ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები