ტაივანი მოგზაურობის მოყვარული ადამიანებისთვის ერთ-ერთი საოცნებო და პოპულარული ადგილია,რომელიც ყოველწლიურად უამრავი ტურისტის სამიზნეა. თუკი ეს ოცნება აიხდინეთ და ამ კუნძულზე ლამაზი დღეების გატარებას გეგმავთ რუბრიკა „ბონ ვოიაჟი“ ყველაზე საინტერესო და ტურისტული დანიშნულებების ჩამონათვალს წარმოგიდგენთ,რომელიც არ უნდა გამოტოვოთ.

ოფიციალურად, ტაივანი ჩინეთის ერთ-ერთი პროვინციაა, მაგრამ პატარა კუნძული იცავს დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსს.მისი ტერიტორიის თითქმის 20% ეროვნული პარკები და ნაკრძალებია ენდემური ცხოველებისა და მცენარეების სახეობებით. კუნძულზე მრავალი არქიტექტურული ღირსშესანიშნაობაა,სადაც ერთმანეთს ერწყმის ჩინური, იაპონური და ევროპული კულტურის ძეგლები. ყოველწლიურად კი ქვეყანა აზიის უდიდეს გამოფენებსა და ფორუმებს მასპინძლობს.

ტაივანი შესანიშნავი ადგილია სანაპირო დასვენებისთვის. საუკეთესო პლაჟები კონცენტრირებულია ჟილონგში, ტაიპეიდან 25 კმ-ში. ყველაზე პოპულარული კურორტია ჯინშანი განვითარებული ინფრასტრუქტურით და მომსახურების სრული სპექტრით.ცენტრალურ ტაივანის ყველაზე დიდი სანაპირო მდებარეობს ტონგსიაოში.

რაც შეეხება სანახაობებს ტაივანში სტუმრობისას არ უნდა გამოტოვოთ:

ეროვნული სასახლის მუზეუმი -ტაიპეი

ჩინეთის საიმპერატორო ნიმუშებისა და ხელოვნების ერთ-ერთი უდიდესი კოლექციის ნახვა სწორედ ეროვნული სასახლის მუზეუმშია შესაძლებელი. ჯიუფენის ძველი ქუჩა ისტორიული ღირსშესანიშნაობა ძველ სამთო ქალაქ ჯიუფენში მდებარეობს. ეს ვიწრო ქუჩა პოპულარული და სანახაობრივია ტურისტისთვის, რომელიც ტაიბეიდან ერთდღიან მოგზაურობას საჭიროებს. ძველი ტრადიციული ფარნების კომბინაცია და მრავალი ძველი მაღაზია ქუჩებში იდეალურ დასაფიქსირებელ ფოტოკადრს ქმნის.

ცისარტყელა სოფელი

ცენტრიდან არც ისე შორს მდებარეობს ტურისტების ერთ-ერთი საყვარელი და მონახულებადი ადგილი ცისარტყელა სოფელი,განსაკუთრებით ფოტოგადაღებისთვის ეს ადგილი შეუდარებელია და სოციალურ ქსელში,კერძოდ კი ინსტაგრამზე დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ტაროკოს ეროვნული პარკი

ეროვნულ პარკი ყველაზე ხშირად მონახულებული ტურისტული დანიშნულების ადგილი და ბუნებრივი საოცრებაა. გამორჩეულია ბილიკი,რომლითაც მარადიული გაზაფხულის სალოცავს მიაღწევთ, სადაც გადმოედინება განსაცვიფრებელი ჩანჩქერი.

მზის მთის ტბა

თუ გსურთ იხილოთ ტაივანის წყლის უდიდესი სცენური სილამაზე, მაშინ Sun Moon Lake ყველაზე შესაფერისი ადგილია. იახტით გასეირნება და საბაგირო გზით აბორიგენი კულტურის მქონე სოფელში ვიზიტი აქ ყველაზე ტურისტული აქტივობაა.

ტაიბეი

ეს არ არის მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა, მაგრამ ნამდვილად არის ყველაზე შთამბეჭდავი შენობაა ტაივანში. შენობა წარმოადგენს ქვეყნის პოლიტიკურ, კულტურულ და ეკონომიკურ ცენტრს.

ალიშანი

ეს ადგილი სამოთხეა ბუნების მოყვარულთათვის და მოლაშქრეებისთვის, აქ მატარებლით მგზავრობა მთის კალთებზე გადაჭიმული სარკინიგზო გზით და საცალფეხო ბილიკები სეირნობა ერთ-ერთი პოპულარული საქმიანობაა მოგზაურებისთვის.

 გასათვალისწინებელი ფაქტები:

  • ტაივანში სტუმრობისთვის საჭიროა ვიზა ფულის ერთეული ტაივანური დოლარია 1 (TWD)= 0.036 USD ვალუტის გაცვლა შესაძლებელია უმეტეს ბანკებსა და დიდ სასტუმროებში.
  • კუნძულის საქალაქთაშორისო მოგზაურობისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ შიდა ავიაკომპანიები, რკინიგზა ან ავტობუსები.
  • ტაივანში მაღაზიები უბნებშია განთავსებული: მაგალითად, ელექტრონიკის მაღაზიის კვარტალი შეიძლება აფთიაქის კვარტლის მიმდებარე იყოს. მაღაზიები ყოველდღე 9: 00-დან 19:00 საათამდე მუშაობს, დიდ კი 22:00 საათამდე.ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი კაოხუნში მდებარეობს. ყველაზე ცნობილი კი სავაჭრო ცენტრი “ჩანგ გუა” .
  • ტაივანის კერძები უცხიმო, ზომიერად სეზონურია, რომელიც ძირითადად ზღვის პროდუქტებისა და ბოსტნეულისგან მზადდება.ტაივანური მრავალი დესერტი საკულტოდაა მიჩნეული: მაგალითად, მთვარის ფესტივალისთვის აცხობენ “მთვარის” ფუნთუშებს, დაბადების დღეებისთვის კი “კუს” ნამცხვრებს.

მარიდეა გელაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები