მსახიობმა და მოცეკვავემ, თაკო ტაბატაძემ, მცირე ხნის წინ გამოაქვეყნა სტატუსი, სადაც დაწერა, რომ მის 9 წლის გოგონას, ლიზას, ტროტუარზე მიმავალი ეელქტროსკუტერი დაეჯახა და ბავშვს თავზე რვა ნაკერი დაადეს, სხეულზე კი დაჟეჟილობები მიიღო.
როგორ გაგრძელდა ეს ამბავი, თაკო „თბილისელებს“ უყვება.
„პოლიცია იძიებს საქმეს და როგორც ჩემთვის ცნობილია, უკვე დაადგინეს მათი ვინაობა. ჯერ ერთი, დანაშაულია ის, რომ საფეხმავლო ბილიკზე მოძრაობ ელექტროსკუტერით, თუმცა ამის შემზღუდავი რეგულაციები, მგონი, საერთოდ არც არსებობს. მეორე – ასე გაუფრთხილებლად მოძრაობ და სხვის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნი. ამაზე მეტი დანაშაული რა უნდა იყოს, არ მესმის. გაოგნებული ვარ იმ ადამიანების ინდიფერენტულობით, ვინც ეს ჩაიდინა. ერთი ზარი არ შემოსულა პირადად ჩემთან. ასეთ უპასუხისმგებლობას იშვიათად შევხვედრივარ…“
როგორც თაკო აღნიშნავს, ამჟამად ლიზას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და გოგონა მძიმე დაზიანებებს გადაურჩა.
შეგახსენებთ, რომ თაკო ტაბატაძესა და გია ბაღაშვილს ოთხი გოგონა ჰყავთ.