„ბადრი ჯაფარიძეს რუსთავში შანსები პრაქტიკულად არ ექნება – მისი კანდიდატურის წარდგენა არის პოლიტიკური მანევრი, რომ ის დარჩეს პოლიტიკური მოვლენების ზედაპირზე“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.
როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი რუსთავში დამაჯერებლად გაიმარჯვებს.
„არჩევნები მალე ჩატარდება და დაინახავთ, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატი მაღალი უპირატესობით გაიმარჯვებს. რუსთავმა უკვე ნახა, თუ რას ნიშნავს, როცა ოპოზიციონერების მიერ არის მართული, ანუ, როცა ოპოზიციონერები ერევიან რუსთავის მართვაში, თუ რა და როგორ ხდებოდა წლების განმავლობაში.
ჩვენ რუსთავში გვაქვს გეგმები, გვყავს პროგრესული გუნდი, მიუხედავად იმისა, რომ რუსთავში, საკრებულოში კონკურენციაა, „ქართული ოცნების“ კანდიდატი არის უალტერნატივო,“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ცნობისთვის, გუშინ პარლამენტმა, ბადრი ჯაფარიძეს, შალვა ნათელაშვილს და ელენე ხოშტარიას საპარლამენტო მანდატები შეუწყვიტა, რის შემდეგაც პარტიაში განაცხადეს, რომ ბადრი ჯაფარიძე რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება.
ამავე თემაზე: