LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვოლსკი: რუსთავის საზოგადოება არ არის ის საზოგადოება, რომელიც ვერ გაარჩევს, რა არის თაღლითობა და რატომ არ შეიძლება, ჯაფარიძის მსგავსი განაჩენის ადამიანი პარლამენტში იმყოფებოდეს

99
გია ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერისა და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის აზრით, ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურას რუსთავის ამომრჩეველი ნდობას არ გამოუცხადებს.

როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა, რომ ადგილი ჰქონდა თაღლითობას, ბადრი ჯაფარიძე თაღლითობაში იყო ბრალდებული, რაც კონკრეტული ფაქტებით დადასტურდა.

მიქანაძე ბადრი ჯაფარიძეზე: რუსთავის მოსახლეობა ხაზგასმით ეტყვის უარს პარლამენტში ისეთი ადამიანების მოხვედრას, ვისაც კრიმინალთან აქვს შეხება

ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გივი მიქანაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, „ლელოს“ ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის რუსთავის მაჟორიტარ-კანდიდატად დაყენების შესახებ.

„მისი და მისი მეგობრების მხრიდან განმარტება ან დასტური, რომ გამართლება აქვს ამხელა თანხის გამოტანას და გაქრობას, ვერ მოვისმინეთ. არც რუსთავის საზოგადოებაა ამ საკითხებში გაურკვეველი. ვფიქრობ, რომ ბადრი ჯაფარიძის ამ გზით დაბრუნება პარლამენტში არ შედგება“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, გუშინ პარლამენტმა, ბადრი ჯაფარიძეს, შალვა ნათელაშვილსა და ელენე ხოშტარიას საპარლამენტო მანდატები შეუწყვიტა,რის შემდეგაც პარტიაში განაცხადეს, რომ ბადრი ჯაფარიძე რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება.

ამასთან, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან დაკავშირებით „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ლელოს“ შორის კონსულტაციები გაიმართება.

როგორც ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განუცხადა, საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ოპოზიციურ პარტიებთან, განსაკუთრებით, „ლელოსთან“ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g