LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თალაკვაძე: რადიკალური ოპოზიცია საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ აკეთებს პირდაპირ რუსულ საქმეს

35
არჩილ

ეს ის პოლიტიკოსები არიან ოპოზიციიდან, რომლებიც ევროპაში ჩადიან, იქ ამბობენ, რომ სტატუსს ნუ მისცემთ საქართველოსო, როდესაც საქართველოში ჩამოდიან ამბობენ, რომ საქართველო ვერ მიიღებს სტატუსს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

ღუდუშაური ოპოზიციაზე: ესენი არიან უქნარები, კარვებიდან გამოვიდნენ და ახლა არიან კომფორტულად წამოგორებულები მხარ-თეძოზე

„ევროპაში ჩადიან და ამბობენ, სტატუსს ნუ მისცემთ საქართველოს, ხოლო საქართველოში როდესაც ჩამოდიან ამბობენ, რომ საქართველო ვერ მიიღებს სტატუსს.

ერთიც და მეორეც ჯამში გახლავთ საქართველოს ეროვნული ინტერესების და საქართველოს მომავლის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები. რადიკალური ოპოზიცია საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ აკეთებს პირდაპირ რუსულ საქმეს და რუსული საქმეა, როდესაც შენ საერთაშორისო მედიით გამოდიხარ და მთელ მსოფლიოს უმტკიცებ, რომ საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, რუსული საქმეა, როდესაც შენ თავის დროზე ადამიანის უფლებებს უხეშად არღვევდი, რუსული საქმეა, როდესაც აგირჩევს ოპოზიციაში საზოგადოება და პარლამენტში არ შედიხარ, რუსული საქმეა, როდესაც ევრორეკომენდაციების შემუშავების პროცესში არ მონაწილეობ,” – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

ბრიუსელში ჯაფარიძე – ვაშაძის ვიზიტს მმართველი პარტია ანტისახელმწიფობრივ ქმედებად აფასებს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებების საპასუხოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატები განმარტავენ, რომ რეალობა განსხვავებულია და ქვეყნის ევროპული მომავალი არ შეიცვლება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები