LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღუდუშაური ოპოზიციაზე: ესენი არიან უქნარები, კარვებიდან გამოვიდნენ და ახლა არიან კომფორტულად წამოგორებულები მხარ-თეძოზე

40
ალუდა ღუდუშაური

ოპოზიციის ინიციატივას – რომ აუცილებელია ანტიკორუფციულ საკითხებთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ დარეგისტრირებული კანონმდებლობა განიხილონ, რადგან ხელისუფლება პრობლემის გადაწყვეტას არ აპირებს – უმრავლესობის დეპუტატი ალუდა ღუდუშაური ეხმიანება.

ღუდუშაურის განცხადებით, „ოპოზიციის წარმომადგენლები ზარმაცები და უქნარები“ არიან:

„სამწუხაროა, რომ ოპოზიციას ყველა პუნქტთან მიმართებით ასეთი დამოკიდებულება აქვს, ეს არის ჰაერიდან მოტანილი, ესენი არიან ზარმაცები, ესენი არიან უქნარები და ვერ დამისახელებთ მათ მიერ არგუმენტირებულ, საქმეზე, შედეგზე ორიენტირებულ ვერც ერთ მოქმედებას. ხედავთ, რა დღეშია რადიკალური ოპოზიციის ნაწილი, დღიდან დღემდე მათი რეიტინგი ილევა და ალბათ, 2024 წლის არჩევნებამდე ვერც კი მიაღწევენ.

მე ამ სამუშაო ჯგუფის ანტიკორუფციულ საკითხებზე წევრი არ გახლავართ, თუმცა, საკანონმდებლო ცვლილებები დაინიცირდება, იქნება საკომიტეტო მოსმენები, სასესიო სხდომები და ყველას ექნება შესაძლებლობა, რომ არა პოლიტიკური კეკლუცობით გამოიჩინოს თავი, არამედ არგუმენტები მოიტანოს და დაალაგოს მაგიდაზე, მაგრამ როცა ოპოზიცია ამაში საერთოდ არ იღებს მონაწილეობას, წამოწოლილები არიან მხარ-თეძოზე, უბრალოდ, კარვებიდან გამოვიდნენ და ახლა არიან კარგად, კომფორტულად წამოგორებული მხარ-თეძოზე და აკეთებენ იმ განცხადებებს, რომელიც არც ქვეყნის და არც საზოგადოების ინტერესში არ არის“, – აცხადებს ალუდა ღუდუშაური.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები