LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თალაკვაძე: „როგორც ჩანს, მელია კვლავ რჩება ხაბეიშვილის თავის ტკივილად და ხაბეიშვილი – მელიას გულისტკივილად“

132
არჩილ თალაკვაძე, მელია და ხაბეიშვილი

„გაარკვიეს, რომ ნიკა მელია ირიცხება, მაგრამ პარტიაში ირიცხება თუ პარტიიდან ირიცხება, ჯერ ვერ გაარკვიეს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა და თქვა, რომ როგორც ჩანს, ნიკა მელია ჯერ კიდევ რჩება ლევან ხაბეიშვილის თავის ტკივილად და ლევან ხაბეიშვილი – ნიკა მელიას გულისტკივილად.

ვიდეო: „ნიკა მელია აღარ არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი“ – რა კითხვას უპასუხა წერილობით ლევან ხაბეიშვილმა პირდაპირ ეთერში

თალაკვაძის მოსაზრებით, „ნაციონალური მოძრაობა“ დაშლის ფაზაშია და 2024 წლის არჩევნებს დაშლილი და დასუსტებული შეხვდება, რაც მისი თქმით, ლოგიკური შედეგია.

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მარცხი გრძელდება და ამ პარტიის აღსასრულით დასრულდება.. ხაბეიშვილის ამჩატებული დამოკიდებულება საკითხებისადმი კარგად არ გამოიყურება“ – მიხეილ სარჯველაძე

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის რიგებში არ ირიცხება.

„რაც დათესეს, იმას იმკიან. სინამდვილეში, ამ პარტიას თავმჯდომარე არ ჰყავს. მათი ყოფილი ლიდერი, რომელიც დღეს პატიმრობაშია, ყველაფერს აკეთებს, რომ პარტიის შიგნით ბრძოლა იყოს და ვერავინ შეძლოს ლიდერობის მოპოვება.

სწორედ ამ ხერხით ცდილობს, შეინარჩუნოს ლიდერობა და მითი, რომ თავად არის პარტიის უცვლელი ლიდერი. ამაზე მეტყველებს ყველა განცხადება და მოქმედება, რომელიც სააკაშვილსა და მის გარემოცვას აქვთ“. – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ნიკა მელია: პარტიაში რაც ხდება, არის „კვიპროსის კლუბის“ გადაწყვეტილებები, სამწუხაროდ, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩამოყალიბდა ე.წ. მდუმარე მილიონერთა კლუბი, რომელთაც ბიზნესწილები ამძიმებთ

გამოყენებულია „ნეტგაზეთის“ ფოტო
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g