მუსიკის შემდეგ თალიბანმა ავღანეთში სპორტი აკრძალა, ოღონდ სპორტით დაკავება მხოლოდ ავღანელ ქალებს ეკრძალებათ. ამის შესახებ SBS News-თან ინტერვიუში „თალიბანის“ კულტურის კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, აჰმადულაჰ ვასიქმა განაცხადა.
„სპორტი არ განიხილება როგორც ქალებისთვის აუცილებელი რამ. არა მგონია, რომ ქალებს სპორტით დაკავების უფლება ექნებათ, ვინაიდან ეს არაა აუცილებელი.
ახალი მმართველობის პირობებში მუსიკა აკრძალული იქნება - „თალიბანის“ პრესსპიკერი
მუჯაჰიდმა ასევე განაცხადა, რომ ქალების უსაფრთხოების საკითხებზე შფოთვა "უსაფუძვლოა".
სპორტის რიგ სახეობებში ქალები ისლამური დრესკოდის დაცვას ვერ შეძლებენ. ნათელია, რომ ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ქალები შეძლებენ საყიდლებზე სიარულს, იმიტომ რომ ეს აუცილებელია, სპორტი კი ასეთ საჭიროებებს არ მიეკუთვნება“, – განაცხადა აჰმადულაჰ ვასიქმა.
„თალიბანის“ ლიდერმა ჰაიბათულა ახუნდზადამ განაცხადა, რომ ავღანეთში შარიათის კანონები ამოქმედდება.
„ჩვენ გვინდა ძლიერი და ჯანსაღი ურთიერთობა ჩვენ მეზობლებთან და სხვა ქვეყნებთან, რომელიც დაეფუძნება პატივისცემასა და ურთიერთთანამშრომლობას. ჩვენი ურთიერთობა ამ ქვეყნებთან იქნება დაფუძნებული ავღანეთის ინტერესებსა და მოგებაზე.
ჩვენ ვემხრობით ყველა საერთაშორისო კანონსა და შეთნხმებას, რეზოლუციას და ვალდებულებებს, რომლებიც არ ეწინააღმდეგებიან ისლამურ კანონებს და ეროვნულ ფასეულობებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
თალიბანმა ავღანეთში ასევე აკრძალა ქალებისა და კაცების ერთად სწავლა.