თალიბანმა გოგოებისა და ბიჭების ერთად სწავლება აკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ადგილობრივ ჟურნალისტებზე დაყრდნობით ავრცელებს.
“ისინი გააგრძელებენ სხვადასხვა კლასებში სწავლას ისლამური კანონის შესაბამისად”. – წერს ავღანეთი ჟურნალისტი, ზიარ ხან იადი.
ამასთან, როგორც კიდევ ერთი ჟურნალისტი ბაშირ აჰმადი ტვიტერზე წერს, კაცებს არ აქვთ უფლება ასწავლონ გოგოებს.
“ეს გოგოებს ფაქტობრივად ჩამოართმევს უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას, რადგან უნივერსიტეტებს არ აქვთ ამის საშუალება და არ არის საკმარისი ადამიანური რესურსი”,- წერს ჟურნალისტი Twitter-ზე.
Taliban officially announce ban on coeducation. “Men not allowed to teach girls,” Taliban Higher Education Minister says.
—
This will effectively deprive girls from higher education because universities cannot afford it nor there are enough human resources.#Afghanishtan— Bashir Ahmad Gwakh (@bashirgwakh) August 29, 2021
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ავღანეთში მუსიკა აიკრძალება.
მსგავსი აკრძალვა ავღანეთში თალიბანის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, 1996-2001 წლებშიც მოქმედებდა, მაშინაც საჯარო სივრცეში მუსიკის მოსმენა ან შესრულება აკრძალული იყო.