LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ ჟვანიას თავმჯდომარეობის საკითხი 19 აპრილის შეთანხმების ფარგლებში განხილული არ ყოფილა: ჰარცელი

42
კარლ ჰარცელი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი ამბობს, რომ 19 აპრილის შეთანხმების ფორმატში თამარ ჟვანიას ცესკო-ს თავმჯდომარეობის საკითხი განხილული არ ყოფილა.

მისი თქმით, თავად პარტიების გადასაწყვეტია, გაგრძელდება თუ არა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის საკითხზე მსჯელობა:

“მე შემიძლია ვთქვა, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები პერსპექტიულად გამოიყურება. იყო გარკვეული დისკუსია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან დაკავშირებით, მაგრამ თამარ ჟვანიას პოზიციასთან დაკავშირებული დისკუსია არ ყოფილა 19 აპრილის შეთანხმების ფარგლებში და თავად პარტიებზეა დამოკიდებული ამ განხილვის გაგრძელება”. – თქვა ჰარცელმა.

ჰარცელმა დღეს ასევე აღნიშნა, რომ მოხარულია, რადგან საარჩევნო რეფორმების ირგვლივ ფართო კონსესუსის მიღწევა მოხდა და ახლა ევროკავშირი კანონპროექტის ვენეციის კომისიასთან გადაგზავნას ელის.

სასამართლო სისტემის რეფორმა, 19 აპრილის შეთანხმების კიდევ ერთი საკვანძო კომპონენტია, რომელსაც ყველა მხარე სერიოზულად ეკიდება: კარლ ჰარცელი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები