LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ გაბუნიას განცხადებით, 20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საკითხის შესწავლაში რეგულირების სააგენტო ჩაერთვება

104
538922D8-BB3B-4116-9A2D-7B3019E8B466

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, 20 წლის ფეხბურთელის ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საკითხის შესწავლაში რეგულირების სააგენტო ჩაერთვება.

გაბუნიას თქმით, აღნიშნულ საკითხს შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

„რა თქმა უნდა, ეს ძალიან საყურადღებო ფაქტია და დიდი ტრაგედიაა, კიდევ ერთხელ მინდა მწუხარება გამვხატო ამ ფაქტთან დაკავშირებით.

ბუნებრივია, ჯანდაცვის სამინისტრო მიყვება იმ პროცედურას, რაც ზოგადად მსგავსი შემთხვევების დროს ხდება, რეგულირების სააგენტო ჩაერთვება საკითხის შესწავლაში, რაც გამოიკვეთება, შესაბამის რეაგირებას უზრუნველყოფს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ცნობისთვის, 20 წლის ვახტანგ ჩარკვიანი კორონავირუსით 10 სექტემბერს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

„შეიძლება 10 ან 15 ექიმის ბრალეულობა გამოვლინდეს, ყველანაირ მტკიცებულებას წარმოვადგენ, მერე ხალხმა განსაჯოს” – კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის მამა გამოძიების დაწყებას ითხოვს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g