LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შეიძლება 10 ან 15 ექიმის ბრალეულობა გამოვლინდეს, ყველანაირ მტკიცებულებას წარმოვადგენ, მერე ხალხმა განსაჯოს” – კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის მამა გამოძიების დაწყებას ითხოვს

197
vaxtang

10 სექტემბერს კორონავირუსით 20 წლის ფეხბურთელი ვახტანგ ჩარკვიანი გარდაიცვალა.

ვახტანგ ჩარკვიანის მამა, ადვოკატი გაიოზ ჩარკვიანი მისი შვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვს.

გაიოზ ჩარკვიანის თქმით, ხვალ 12:00 საათზე მისი შვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართავს.

„რა მტკიცებულებებსაც წარვუდგენ პროკურატურას, ის მტკიცებულებები წარმოდგენილი ჟურნალისტიებისთვისაც და საზოგადოებისთვისაც. 

ამიტომ წინასწარ დასკვნებისგან თავს შევიკავებ.

როდესაც დავიკითხები, გამოძიებას მივცემ სრულყოფილ ჩვენებას, რომელიც ფაქტებით იქნება დასაბუთებული, ამიტომ მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ.

არ მინდა, ყველაფერი მკითხაობის დონეზე დავიყვანო. წარმოდგენილი იქნება ყველანაირი მტკიცებულება, როგორც აუდიო, ისე ვიდეო და წერილობითი. ტყუილი არ იქნება, ყველაფერი სიმართლე იქნება წარმოდგენილი. მერე საზოგადოებამ განსაჯოს, რითი მოხდა ეს შემთხვევა, რატომ გარდაიცვალა ჩემი შვილი.  ხალხი ბრძენია. 

წინასწარ რომ გავაჟღერო ეს ბრალდებები, სიურპრიზი არ იქნება ზოგიერთისთვის. ახლა კი მას მოულოდნელობის ეფექტი იქნება“, – აცხადებს გაიოზ ჩარკვიანი ჩვენთან საუბარში.

კითხვაზე, საუბარი იქნება თუ არა მხოლოდ ერთი ექიმის ბრალეულობაზე, გაიოზ ჩარკვიანი ასე პასუხობს:

„შეიძლება 10, ან 15 ექიმის ბრალეულობა გამოვლინდეს“, – აცხადებს გაიოზ ჩარკვიანი.

კითხვაზე, უკავშირდება თუ არა მისი ეჭვები ექიმების მხრიდან ვახტანგ ჩარკვიანის მიმართ დაგვიანებულ ან არასათანადო მკურნალობას, გარდაცვლილის მამა ამბობს, რომ „ყველა მიმართულებით მუშაობენ, მათ შორის, ამ მიმართულებითაც“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g