LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ გაგოშიძე: „არასწორია, როცა ჩვენ ასე ვზრდით შვილებს, – სანამ დაგარტყამენ, დაარტყი, სანამ გეჩხუბებიან, ეჩხუბე…“

155
თამარ გაგოშიძე

ფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე „იმედის დღესთან“ საუბრობს სიძულვილის ენის შესახებ და იმ აგრესიაზე, რომელიც ზრდასრულ ადამიანებში, მისი თქმით, დეპრესიაზე მიანიშნებს. ყველა ცდილობს, წარმატებული იყოს და შედეგი კი, როგორც ფსიქოლოგი ამბობს, სულ სხვაა…

თამარ გაგოშიძე:

„შეურაცხყოფის მიყენების, ბოღმის, ბოროტების წარმოუდგენელი ნიაღვარია. პირდაპირ უხარიათ, როცა შეურაცხყოფას აყენებენ ვინმეს. ყველა თვლის, რომ ის არის მართალი და ყველა შეურიგებელია სხვა პოზიციის მიმართ. ერთია, რომ არ გაქვს პერსონალური ზღვარი, ჩვენს საზოგადოებაში დელიკატურობა საერთოდ დაკარგულია, ის, რომ ემპათია გქონდეს სხვა ადამიანის მიმართ. შედეგი გვაქვს კატასტროფული. ჩვენ ასე ვზრდით ჩვენს შვილებს, ვეუბნებით, რომ არის ძლიერი კონკურენცია, სანამ დაგარტყამენ, დაარტყი, სანამ გეჩხუბებიან, ეჩხუბე. ასერტიულობა ძალიან კარგი ტერმინია ფსიქოლოგიაში და ნიშნავს სოციალურად მისაღები გზით, სხვა ადამიანის ჩაგვრის გარეშე, შენი პოზიციის დაცვას. ჩვენ დაავადებული ვართ ამ ბოლშევიკური შემართებით, რომ ადამიანი ბოლომდე უნდა ჩავქოლოთ და მოვსპოთ. მედიაში რომ ვუყურებ, დებატებში არავის აქვს სურვილი, რომ ორივე მხარე მოგებული დარჩეს, ვიპოვოთ საერთო გადაწყვეტილება. აუცილებლად უნდა მოიგო შენ. შენ ეჭვი არ გეპარება იმაში, რომ ხარ ჭეშმარიტი და სწორი და ეს არის დაღუპვა. ეს იმას ნიშნავს, რომ კრიტიკა არ გაგაჩნია. ვერ განვითარდები, თუკი საკუთარ თავს არ შეხედე გარედან და მინუსი არ დაინახე… ჩვენი საზოგადოება არ არის შემწყნარებელი ამ რაღაცების მიმართ… შედეგად, ყველა შეცდომას უშვებს. წარმატებას აუცილებლად უნდა მიაღწიო და გამორიცხულია, იყო წარუმატებელი. შედეგი რა გვაქვს? ნახევარზე მეტი ვართ წარუმატებლები. როცა ადამიანს აქვს სერიოზული აგრესია, ზრდასრულებში, ეს არის დეპრესიის ერთ-ერთი ნიშანი, სხვათა შორის…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები