LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ბავშვს „არა უშავს, მერე რა მოხდა“ ამ ფრაზებს არ ვეუბნებით, რადგან მოხდა, განერვიულდა ბავშვი იმიტომ, რომ ეს მან ვერ გააკეთა“ – როგორ უნდა მართოს მშობელმა სწორად ბავშვთა ქცევა და ემოცა – რას ამბობს თამარ გაგოშიძე

540
თამარ გაგოშიძე

როგორ უნდა ვმართოთ სწორად ბავშვთა ქცევები და ემოციები? – ამ თემაზე ისაუბრა ნევროლოგიის და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტის ფსიქოლოგმა, თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, თამარ გაგოშიძემ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“

სპეციალისტი ამბობს, რომ მშობლები, ხშირად ცდილობენ ბავშვი სტრესში არ ჩავარდეს, რაც არასწორია. მისი თქმით, სწორედ ამის გამო, როდესაც ბავშვებს სერიოზული დაბრკოლებები ხვდებათ, ძალიან ბევრი საერთოდ უკან იხევს და არ ცდილობს პრობლემის გადალახვას:

„როგორ ვცდილობთ ხოლმე მშობლები, რომ ბავშვი სტრესში არ ჩავარდეს, არ შეწუხდეს – ასე არ არის, ჩვენ უნდა ვასწავლოთ ბავშვს, როგორ უნდა შევიდეს ამ სტრესში და უკან როგორ უნდა გამოვიდეს, იმიტომ, რომ ბამბაში არ ვზრდით ბავშვს, მას სერიოზული დაბრკოლებები შეხვდება და როცა ეს დაბრკოლებები ხვდება, ძალიან ბევრი საერთოდ უკან იხევს და არ ცდილობს გადალახოს პრობლემა. ამის გამო ექმნებათ ბავშვებს პრობლემები – ამიტომ მშობლის ვალია ასწავლოს როგორ გადალახოს, როგორ გამოხატოს ეს ემოცია. გაბრაზდი, იმიტომ რომ არ გამოდის, ამ დროს არა უშავს, მერე რა მოხდა – ამ ფრაზას  არ ვეუბნებით, რადგან მოხდა, განერვიულდა ბავშვი იმიტომ რომ ეს მან ვერ გააკეთა, ამიტომ ეს არის თითქოს რეგულაცია, რომ მივხვდეთ, რომ მე ვიცი, რომ რაღაც არ გამომივიდა, მაგრამ ამის გამო ცუდი გოგო ან ბიჭი არ ვარ“ – განაცხადა თამარ გაგოშიძემ

‼️👶 არასწორია ვეცადოთ ბავშვს სტრესი ავარიდოთ – ასწავლეთ მათ მისი მარტივად გადალახვა

‼️👶 არასწორია ვეცადოთ ბავშვს სტრესი ავარიდოთ – ასწავლეთ მათ სტრესში შესვლა და მისი მარტივად გადალახვა – თამარ გაგოშიძე

Posted by დილა მშვიდობისა საქართველო on ოთხშაბათი, 10 ივლისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები