LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თანამედროვე საზოგადოება ემოციურად ძალიან ღატაკია“ – ტომ სტოპარდის ცნობილი გამონათქვამები

9072
FORTUNA. GE (1)

ბრიტანელი მწერალი და დრამატურგი, ტომ სტოპარდი მეტწილად პიროვნების თავისუფლების ფილოსოფიურ საკითხებს განიხილავს საკუთარ სიურრეალისტურ ნაწარმოებებში.

fortuna.ge გთავაზობთ ტომ სტოპარდის ცნობილ ფრაზებს:

ღალატი ყველაზე დიდი ცოდვაა, რომელსაც ადამიანები დაუფიქრებლად სჩადიან!

ცხოვრება – აზარტული თამაშია მინიმალური შანსებით. სანაძლეო რომ იყოს, არავინ გარისკავდა დანაძლევებას.

ერთადერთი შესასვლელი – დაბადებაა, ერთდარეთი გასასვლელი კი – სიკვდილი.

უცნაურია, მაგრამ ყოველთვის მის გამო გტკივა გული, ვისაც გული საერთოდ არ აქვს.

თანამედროვე საზოგადოება ემოციურად ძალიან ღატაკია. მთელი მისი ფილოსოფია მაისურზეა დაბეჭდილი.

მთავარია, თავიდანვე არ გაუშვა ხელიდან უარის თქმის შანსი, თორემ მერე ვერასდროს დაიხევ უკან.

სხვის მოხერხებულობაში მხოლოდ ის ხედავს გაქნილობას, ვისაც თვითონ არაფერი გამოსდის.

მართალია, სიკვდილი უბედურებაა, მაგრამ არც ისეთი საშინელი, როგორც უკვდავება.

პორტრეტი დაუსრულებელი უნდა იყოს, ადამიანი – ამოუცნობი, სხვა შემთხვევაში შთაბეჭდილება იქმნება თითქოს მიცვალებულთან გაქვს საქმე.

როცა აზროვნებას გიშლიან, ნებისმიერი იდეა რევოლუციურად ითვლება.

გაუბედაობა – ნორმალური მდგომარეობაა, თუმცა მხოლოდ სუსტი დამიანისთვის.

ცნობილი გამონათქვამები