LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ტანს ზემოთ მაისური ჰქონდა გახდილი და იწვა გზაზე, ამ დროს იყო გონებაზე, თვალები გახელილი ჰქონდა” – რას წერს იუბილარი ჩვენებაში, რომლის დაბადების დღეზეც მირიან კუკავა მოკლეს

11680
მირიანკუკავა

ცხვარიჭამიაში მომხდარი მკვლელობის შესახებ დეტალებს იუბილარი, რომლის დაბადების დღეზეც დანაშაული მოხდა პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაში იხსენებს. დოკუმენტი „ნოდარ მელაძის შაბათმა“ მოიპოვა.

როგორც ქეთა არაბული ჩვენებაში წერს, მისთვის კონფლიქტის მიზეზი უცნობია.

“ღამის 02:00 საათზე, ეზოდან ჩხუბის და ყვირილის ხმა გავიგე, ეზოში ჩავედი. გამომყვა დედაჩემიც. დავინახე, რომ ჩემი სტუმრები ყველა ერთმანეთში ირეოდა, იყო ჩოჩქოლი და ფიზიკური შეხლა-შემოხლა ბიჭებს შორის. ვერ ვარჩევდი ვინ ვის ეჩხუბებოდა. ბიჭებს შორის ასევე იყო მირიან კუკავაც, თუმცა არ მახსოვს იგი ეჩხუბებოდა თუ არა ვინმეს. დედაჩემი კონფლიქტის აღმოფხვრას და სტუმრების დამშვიდებას ცდილობდა

ამ დროს კონფლიქტი განეიტრალდა, თუმცა მალევე რამდენიმე წუთში ქუჩიდან ისევ გავიგე ყვირილის ხმა. დავინახე, რომ სტუმრები გადიოდნენ ეზოდან. შემომესმა დედაჩემის ხმაც, რომელიც ყვიროდა და ითხოვდა, სასწრაფო დახმარების გამოძახებას.მე მაშინვე გავედი ეზოდან დავინახე, რომ მირიან კუკავას ტანს ზემოთ მაისური ჰქონდა გახდილი და იწვა საავტომობილო გზის ზედაპირზე. ამ დროს მირიანი იყო გონებაზე, რადგან მას თვალები გახელილი ჰქონდა. მოგვიანებით გავიგე, რომ ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა

მირიან კუკავა წვეულებაზე მოვიდა, ჩვენს საერთო მეგობრებთან ერთად. მე არ დამინახავს და არ გამიგია მას ჰქონდა თუ არა ვინმესთან კონფლიქტი. შესაბამისად, ჩხუბის მიზეზი ჩემთვის უცნობია. ეზოში მომხდარ პირველ კონფლიქტის დროს წვეულების თითქმის ყველა სტუმარი ესწრებოდა, თუმცა ვინ ვის აყენებდა ფიზიკურ ანდა სიტყვიერ შეურაცხყოფას ვერ ვარჩევდი, მე არ დამინახავს ეზოში მომხდარი პირველი კონფლიქტის დროს დავით ჯიჯეიშვილი, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ის კონფლიქტში მონაწილეობდა. მირიან კუკავას მკვლელობის შემდეგ როდის დატოვა დავით ჯიჯეიშვილმა სახლი მე არ შემიმჩნევია. ამ ჩხუბში დაზიანება კიდევ ორმა პირმა მიიღო”- წერს არაბული.

„გულწრფელად ვინანიებ ჩემს მიერ ჩადენილ ქმედებას“ – მედიაში ვრცელდება მირიან კუკავას მკვლელობაში ბრალდებულის ჩვენება

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები