LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

TAV Georgia ვარაუდობს, რომ ივლის-აგვისტოში ფრენების 40 % აღდგება

232
66839154-2193399494090832-7229052811030298624-o

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia ვარაუდობს, რომ 15-20 ივნისიდან გარკვეული რეისები ადგება. ივლის-აგვისტოში კი ფრენების 40 % იქნება აღდგენილი.

„ყველაფერი კარგად უნდა დაიგეგმოს და განხორციელდეს. ჩვენ რაც უნდა კარგად მოვემზადოთ და გეგმები დავაწყოთ, თუ ქვეყნა არ იქნება მზად მიიღოს მგზავრები, მაშინ აეროპორტის ამუშავებას არანაირი აზრი არ ექნება. უნდა იყოს შემუშავებული ერთიანი გეგმა, თუ როგორ ვხსნით საზღვრებს. შეზღუდვები ნელ-ნელა უნდა მოხსნას ამ წლის განმავლობაში მაინც, რადგან ავიაცია იძირება”- განაცხადა TAV Georgia-ს გენერალური დირექტორის მოადგილემ, თეა ზაქარაძემ საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ონლაინ კონფერენციაზე “კორონავირუსი vs ავიაცია, გამოწვევები და შესაძლებელობები”.

ზაქარაძემ იმ ზარალზეც ისაუბრა, რაც კომპანიას აპრილმაისის თვეში მიადგა. მისი თქმით, ეს თანხა 15 მლნ დოლარს შეადგენს.

“TAV-ი 95 ქვეყანაშია და ყველგან იგივე სიტუაციაა. აეროპორტები დაკეტილია და მუშაობს მხოლოდ მინიმალური სტაფი. ჩვენი პრიორიტეტი არის, რომ როგორმე შევუნარჩუნოთ 1360 თანამშრომელს სამუშაო ადგილი. ძალიან ბევრმა ავიაკომპანიამ უფასო შვებულებაში გაუშვა ხალხი და შესაძლოა, გაკოტრდეს. ჩვენ სახელმწიფოსგან მაქსიმალური მხარდაჭერა გვაქვს, მაგრამ ახლა რაც მთავრობას ჩვენთვის შეუძლია გააკეთოს ეს არის საგადასახადო შეღავათები, რათა როგორმე შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები. ჩვენ ვართ ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელი, საგადასახადო შეღავათებით კი შევძლებთ თანამშრომელთა შენარჩუნებას” – აცხადებს თეა ზაქარაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები