LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თავდაცვის სამინისტრო და „როსატომი“ მზად უნდა იყვნენ ბირთვული იარაღის გამოცდისთვის – პუტინი

176
ფორტუნა (43)

რუსეთი სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულებაში მონაწილეობას აჩერებს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ფედერალურ ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

START-ის შეთანხმება ამერიკასა და რუსეთს შორის 2002 წელს შედგა და იგი მიზნად ისახავდა მსოფლიოში ბირთვული არსენალის შემცირებას.

პუტინის მტკიცებით, ამერიკის შეერთებული შტატები, ნატოს დახმარებით, ულტიმატუმს უყენებს მოსკოვს, რომ START-ის  ახალი შეთანხმება მიიღონ.

„ვაშინგტონი გვთხოვს, რომ შევასრულოთ ყველა შეთანხმება, სანამ თვითონ გეგმავს რომ ისე მოიქცეს, როგორც უნდა“, – ამბობს რუსეთის პრეზიდენტი.

პუტინი ბირთვული ომით იმუქრება – რაში სჭირდებათ ოკუპანტებს ატომური ელექტროსადგურების დაკავება და რა უნდა ვიცოდეთ რადიაციის შესაძლო საფრთხეებზე

უკრაინაში ჩერნობილისა და ზაპოროჟიეს გარდა, კიდევ სამი ატომური ელექტროსადგურია - ხმელნიცკის, როვენსკისა და სამხრეთ უკრაინის, რომლებზეც საერთო ჯამში, 15 ატომური რეაქტორი მუშაობს.

მისივე განცხადებით, სანამ შეთანხმებას დაუბრუნდებიან, სჭირდებათ ახსნა განმარტება ბრიტანეთისა და საფრანგეთის ბირთვული არსენალის შესახებ.

ვლადიმირ პუტინის მტკიცებით, შეერთებული შტატები ბირთვული იარაღის გამოცდის შესაძლებლობაზე ფიქრობს და რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და „როსატომი“ მზად უნდა იყვნენ, ბირთვული იარაღის გამოსაცდელად.

„ჩვენ დანამდვილებით ვიცით, რომ ზოგიერთი ფიგურა ვაშინგტონში, უკვე ფიქრობს მათი ბირთვული იარაღის გამოცდის შესაძლებლობაზე, მათ შორის იმის გათვალისწინებით, რომ შეერთებული შტატები ავითარებს ბირთვულ იარაღის ახალ ტიპებს.

ამ სიტუაციაში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ და „როსატომმა“ უნდა უზრუნველყონ მზადყოფნა რუსული ბირთვული იარაღის გამოცდისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვიქნებით პირველი, ვინც ამას გააკეთებს, მაგრამ თუ შეერთებული შტატები გამოცდას განახორციელებს, ჩვენც გავაკეთებთ ამას“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

ამავე თემაზე:

პუტინი: უკრაინის კონფლიქტის გაღვივებაზე, ესკალაციაზე, მსხვერპლთა რაოდენობის ზრდაზე პასუხისმგებლობა მთლიანად დასავლურ ელიტებს და კიევის ამჟამინდელ რეჟიმს ეკისრება

პუტინი – დასავლეთს რუსეთის ტანჯვა სურდა, თუმცა სანქციების ინიციატორები საკუთარ თავს სჯიან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g