LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის 8 რაიონს 21 ნოემბერს ელექტრომომარაგება შეეზღუდება – იხილეთ ქუჩების ჩამონათვალი

63
შუქი

ისნის, სამგორის, საბურთალოს, ნაძალადევის, მთაწმინდის, კრწანისის, დიდუბის და გლდანის რაიონების მოსახლეობას ხვალ ელექტრომომარაგება შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, აღნიშნულის მიზეზი გადაუდებელი სამუშაოებია.

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საავიაციო ქარხნის დასახლების, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ), ბოგდან ხმელნიცკის, არტურ  ლაისტის და გულუას ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გრიგოლ ლორთქიფანიძის და პოლიციის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თრიალეთის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სამრეწველო დასახლების (ნაწილობრივ) და  მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბახტრიონის, იყალთოს და კოსტავას (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩარგლის და გუდამაყრის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), სანზონის დასახლების და  ღრმაღელის ქუჩის მოსახლეობას.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ათონელის, ალექსი-მესხიშვილის, ბროსეს, ჭანტურიას, ვირსალაძის, თაბუკაშვილის, ასათიანის და სანაპიროს ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გოგებაშვილის, გალის, პეტრიაშვილის, შანიძის, ბელინსკის, თერგის, ნათია  ბაშალეიშვილის და რჩეულიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ცაბაძის, სამტრედიის და წინამძღვრიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  გლდანის მასივის I, III, IV, VII მიკრორაიონების (ნაწილობრივ), მუხიანის III, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ) და ქერჩის ქუჩის მოსახლეობას“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები