შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტი სტუმრებს 26 მაისის თემატიკით გაფორმებული დახვდება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს აღმნიშვნელი ღონისძიებები წლის განმავლობაში მთელ საქართველოს მოიცავს. ამდენად, პირველი, რაც საქართველოში ჩამოსულ უცხოელ ვიზიტორებსა თუ ადგილობრივებს თვალში მოხვდებათ, თემატურად გაფორმებული საერთაშორისო თუ შიდა აეროპორტებია.

ასი წლის იუბილისადმი მიძღვნილი სამუშაოები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ცოტა ხნის წინ დაასრულა. შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტი სტუმრებს 26 მაისის თემატიკით გაფორმებული დახვდება.

„თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 26 მაისის სამზადისი მთლიანად დასრულებულია. დღეიდან უკვე საქართველოს მთავარ აეროპორტში ჩამოსულ მგზავრებს საზეიმოდ გაფორმებული აეროპორტი დახვდებათ. სხვა საერთაშორისო აეროპორტების მსგავსად აქაც გამოვიყენეთ საქართველოს დამოუკიდებლობის ასი წლის აღდგენისადმი შექმნილი საერთო კონცეფცია“, – განაცხადა ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა ქეთევან ალექსიძემ.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე 26 მაისს სწორედ დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავის თემატიკით დატვირთული სხვადასხვა სახის ღონისძიებით აღინიშნება. Ad desktop banner Ad mobile banner

მსგავსი თემები