LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მერია და უშუალოდ კახა კალაძე მზად არიან პატარა ანიტას დასახმარებლად

3397
anita-news2

პატარა ანიტას, რომელსაც გულის გადანერგვა სჭირდება დედაქალაქის მერია და უშუალოდ თბილისის მერი კახა კალაძე დაეხმარებიან. ამის შესახებ თბილისის მერიის პრესსამსახურში განაცხადეს.

„ველოდებით შესაბამის საბუთებს, რათა მერიამ შეძლოს ანიტას მკურნალობის დაფინანსება“, – აცხადებენ დედაქალაქის მერიაში.

2 წლის ანიტა ფაცაციას ამბავი უკვე მთელმა საქართველომ იცის. დღეის მდგომარეობით ანიტას ოპერაციისთვის სოციალურ ქსელში დაგეგმილი კამპანიით 147 000 ევრო შეგროვდა. საჭიროა 300 000 ევრო.

ამჟამად გოგონა დედასთან ერთად ასვტრიის ერთ-ერთ თავშესაფარში იმყოფება.

ორი წლის ანიტა ფაცაციას დაუდგინდა უმძიმესი დაავადება – დილატაციური კარდიომიოპათია დაუდგინდა. საჭიროა, სასწრაფო ოპერაცია უმოკლეს ვადაში ჩატარდეს. პატარას ესაჭიროება სპეციალური აპარატი, რომელიც ხელოვნურად ამუშავებს გულს, ვიდრე გულის ტრანსპლანტაციისთვის საჭირო თანხა მოგროვდება და დონორს იპოვიან. ბავშვი არის ავსტრიაში, სადაც ეს ოპერაცია დაახლოებით 300 000 ევრო ჯდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g