თბილისში, მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა.
აღნიშნულის გამო მეტროს პირველი ხაზი გაჩერებულია და მგზავრებს ვერ ემსახურება.
როგორც “ფორტუნას” თბილისის სატრანსპორტო კომპანიის პრესსამსახურში განუცხადეს, მგზავრი ცოცხალია და გადაყვანილია კლინიკაში.
მათივე ცნობით, პირველ ხაზზე მოძრაობა მალე აღდგება.