LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისს ახალი ნაძვის ხე არ ექნება: როგორი ახალი წელი გველოდება

1375
78787

თბილისში საახალწლო განათებების მონტაჟი დაიწყო. მართალია, ახალი წელი ჯერ კიდევ შორსაა, მაგრამ იმედს არავინ კარგავს, რომ 2020 წელი, რომელიც პანდემიის გამო უჩვეულო იყო, მალე იმით მაინც გაგვახარებს, რომ კორონავირუსით აღარავინ გარდაიცვლება.

რა თქმა უნდა, ყველას იმედი გვაქვს, რომ 2021 გაცილებით უფრო საინტერესო იქნება.

თბილისში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი დაიწყო

როგორც ჩინელები ამბობენ, როგორც შევხვდებით ახალ წელს, ისე ჩაივლის მთელი წელი. მართალია, ჩინელებზე ბევრი გაბრაზებული ვართ და აღარ გვჯერა მათი, მაგრამ საახალწლო ტრადიციებს, ალბათ, ბევრი არ დავარღვევთ.

„ფორტუნა“ დაინტერესდა, როგორ შეხვდება თბილისი ახალ წელს, იქნება თუ არა საახალწლო კონცერტები, ან გვექნება თუ არა ახალი საახალწლო ნაძვის ხე.

 

“საახალწლო განათებების მონტაჟს დიდი დრო სჭირდება და იმიტომ დაიწყო ასე ადრე ქუჩებში განათებების მონტაჟი. კონცერტები იქნება თუ არა, ამის შესახებ ჯერ ვერაფერს გეტყვით, რადგან ძალიან ადრეა. ამის შესახებ გადაწყვეტილებები დეკემბრის შუა რიცხვები ვიღებთ“, – განუცხადეს „ფორტუნას“ მერიაში.

თბილისის მერიამ უკვე შეიძინა ახალი ნაძვის ხე?

საახალწლო ნაძვის ხე უკვე შევიძინეთ გასულ წელს და ახალი ნაძვის ხის შეძენა არ იგეგმება.

სად დაიდგმება ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე, პარლამენტის წინ თუ კვლავ რესპუბლიკის მოედანზე?(როგორც გვახსოვს, გასულ წელს პარლამენტის წინ ნაძვის ხე არ დადგეს, რადგან ამ შემთხვევაში კარვების აღება აუცილებელი იქნებოდა).

ჯერ არ არის ეს საკითხი გადაწყვეტილი, თუმცა საახალწლო სოფელი რესპუბლიკის მოედანზე კვლავ გაშენდება.

 

შეგვიძლია, უკვე ვივარაუდოთ, რომ თბილისში საახალწლო ნაძვის ხეც და განათებაც შარშანდელის მსგავსი გვექნება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g