LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში რეგიონული მნიშვნელობის სამედიცინო ცენტრი აშენდება

98

თბილისში 120 საწოლზე გათვლილი  დედათა და  ბავშვთა ამერიკული სამედიცინო ცენტრის გაიხსნება. ცენტრი ამერიკული სტანდარტებით აშენდება და მოემსახურება პაციენტებს.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით გათვალისწინებულია, რომ თბილისში მდებარე ცენტრი გახდება რეგიონული მნიშვნელობის ჰაბი და მოემსახურება პაციენტებს არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ მეზობელი ქვეყნებიდან.

აღნიშნული პროექტის ჯამური ღირებულება 27 მილიონი აშშ დოლარია, საიდანაც საერთაშორისო კერძო საინვესტიციო კორპორაციის ( OPIC-ის) თანამონაწილეობა 17 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ეს იქნება პირველი პედიატრიული საავადმყოფო ქვეყანაში , რომელიც ფლობს JCI აკრედიტაციას.

პოპულალურები