LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი იხსნება

456
karasini

სანამ გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამს ირგებს, ხელისუფლება კი თბილისში, რუსი დეპუტატის წინააღმდეგ გამოსვლებს რეზინის ტყვიებით არბევს, ამასობაში საქართველოში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი იხსნება.

რუსული სააგენტოები “რია ნოვისტის” ინფორმაციაზე დაყრდნობით წერენ, რომ ამის შესახებ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელი გრიგორი კარასინი აცხადებს.

იმედი მაქვს მალე - კარასინმა არ იცის როდის გაათავისუფლებენ ქართველ ექიმს

„როდის? ეს კითხვა მე არ უნდა დამისვათ" - კარასინის კომენტარი ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეზე

“რა თქმა უნდა, საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთთანამშრომლობის განვითარებაში ეს ნაბიჯი დიდ როლს ითამაშებს. დეკემბრის შუა რიცხვებში თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნება”, – ამბობს კარასინი. 

მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში დაგეგმილ კულტურული ხასიათის ღონისძიებებიი, რაშიც მონაწილეობას რუსები მიიღებენ, ინციდენტების გარეშე ჩაივლის.

 ეს განცხადება კარასინმა ხუთშაბათს, პრაღაში, ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

პოპულარულები