LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოზე დაბალი სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობა რუსეთთან მსოფლიოში არცერთ სახელმწიფოს არ აქვს” – ზურაბ აბაშიძე

144
აბაშიძეე

საქართველოზე დაბალი სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობა რუსეთთან მსოფლიოში არცერთ სახელმწიფოს არ აქვს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან არ გვაქვს.

„საქართველოზე დაბალი სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობა რუსეთთან მსოფლიოში არცერთ სახელმწიფოს არ აქვს, გარდა უკრაინისა, ისიც ომის შემდეგ. დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან არ გვაქვს, ჩვენ მათთან ფაქტობრივად კონტაქტი არ გვაქვს. ჟენევაში ვხვდებოდით და ის ჟენევის ფორმატიც იშვიათად იმართება. შარშან, ეს ჩვენი ფორმატი საერთოდ არ გამართულა, არც ონლაინ რეჟიმში. წელს კი ჩემს კოლეგასთან საქმიანი საუბარიც არ მქონია“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები